მთავარი მთავარი საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდა

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
220 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჭადრაკის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი დასრულდა.

საქართველოს ნაკრები დასკვნით შეხვედრაში უშუალო კონკურენტ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ქართულ-რუსულ ორთაბრძოლაში ფრე 2-2 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა პლანეტის პირველობა მე-3 ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ქართველებს რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში ვერცხლის მედლის მოპოვებაც შეეძლოთ.

საქართველოს გუნდის გოგონებმა სლავ მეტოქეებთან ოთხივე პარტია ყაიმით დაასრულეს.

ბელა ხოტენაშვილმა ქულები კატერინა ლაგნოსთან გაიყო.

მერი არაბიძე ყაიმზე ალექსანდრა კოსტენიუკთან შეთანხმდა.

ლელა ჯავახიშვილი ვალენტინა გუნინასთან დაზავდა.

ნინო ბაციაშვილისა და ალექსანდრა გარიაჩკინას პარტიაც სხვების მსგავსად ყაიმით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე 9 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ მომავალ ჩემპიონ ჩინეთის ნაკრებთან დამარცხდა.

მაშ, ასე აწ დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის უძლიერესი ნაკრების წოდება
ჩინეთის ნაკრებმა მოიპოვა.

რუსებმა ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

სატურნირო ცხრილში საბოლოოდ სიტუაცია ასეთია:

1. ჩინეთი 18
2. რუსეთი 14
3. საქართველო 12
4. უკრაინა 12
5. ყაზახეთი 10
6. ინდოეთი 9
7. აშშ 7
8. სომხეთი 4
9. უნგრეთი 4
10. ეგვიპტე 0

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი