მთავარი მსოფლიოგერმანია ევროპა ლიგის ამბები – “ინტერი” და “სევილია” გავარდნენ, “ვალენსია” გადარჩა

ევროპა ლიგის ამბები – “ინტერი” და “სევილია” გავარდნენ, “ვალენსია” გადარჩა

ავტორი კახა მიხანაშვილი
70 ნახვა

უეფას რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირ ევროპა ლიგაზე 1/8 ფინალური სერიის განმეორებითი მატჩები გაიმართა.

შეხვედრებში რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა.

მთავარი მოულოდნელობა ტურნირის მიღმა ესპანური კლუბის “სევილია” დარჩენა გახლავთ.

ანდალუსიელებისთვის გადაულახავი პრაღის “სლავიას” ბარიერი აღმოჩნდა.

ამ გუნდების პირველი ბრძოლა ფრედ 2-2 იყო დასრულებული.  ჩეხეთში გამართული განმეორებითი პაექრობაც ანალოგიური ანგარიშით დასრულდა და ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებულ ტაიმებში 3 გოლი გავიდა. “სლავიამ” 1/4 ფინალის საგზური 119-ე წუთზე ტრაორეს გატანილი გოლით მოიპოვა.

ევროპა ლიგის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი “სევილია”  ტურნირის მიღმა დარჩა.

კიდეც ერთ სენსაციად მილანის “ინტერის” გავარდნა უნდა მივიჩნიოთ. იტალიური კლუბი საკუთარ “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე გერმანულ კლუბ ფრანკფურტის “აინტრახტთან” მინიმსლური სხვაობით 0-1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.  ამ გუნდების პირველი ჯახში ნულოვანი  ფრე დაფიქსირდა.

ევროპა ლიგიდან გავარდნას ესპანური “ვალენსია” გადაურჩა. “ღამურებმა” 1/4 ფინალის საგზურის მომტანი გოლი  მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გაიტანეს.

კიევში, ადგილობრივი “დინამო” ლონდონის “ჩელსისთან” განადგურდა.

“არისტოკრატებმა” ამ მატჩში მეტოქე 5-0, ჯამში კი 8-0 დაამარცხეს.  შეხვედრაში ჰეთთიკი ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ შეასრულა.

ავსტრიულ “ზალცბურგთან” 1-3 წაგების მიუხედავად იტალიური “ნაპოლი” ევროპა ლიგაზე გამოსვლას გააგძელებს.

დამატებითი ოვერტაიმის შემდეგ მოპოვებული 3-0 გამარჯვების შემდეგ ლისაბონის “ბენფიკამ” ზაგრების “დინამოს” ევროთასის 1/4 ფინალში გასვლის შანსი მოუსპო.

ლონდონში, “არსენალმა” ფრანგულ “რენისთან” პირველ შეხვედრაში წაგებული 1-3 ანგარიში  ამოფხვრა და ტურნირის 8 საუკეთესო გუნდში.მოხვდა.

მატჩი “მეთოფეებმა” 3-0 მოიგეს. ამ დაპირისპირებაში დუბლი გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა.

ესპანურმა “ვილიარელმა’ რუსული კლუბი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” მეორე შეხვედრაში დაამარცხა.

“დინამო” (კიევი, უკრაინა) 0:5 “ჩელსი” (ინგლისი)
5′ 33′ ჟირუ (0-1, 0-2), 45+1′ ალონსო (0-3), 59′ ჟირუ (0-4), 78′ ჰადსონი ოდოი (0-5)

“კრასნოდარი” (რუსეთი) 1:1 “ვალენსია” (ესპანეთი)
85′ სულეიმანოვი (1-0), 90+3′ გუედესი (1-1)

“ზალცბურგი” (ავსტრია) 3:1 “ნაპოლი” (იტალია)
14′ მილიკი (0-1), 25′ დაბური (1-1), 65′ გულდბრადსენი (2-1), 90+2′ ლეიტგები (3-1)

არსენალი” (ინგლისი) 3:0 “რენი” (საფრანგეთი)
5′ ობამეიანგი (1-0), 15′ მეიტლენდ-ნაილესი (2-0), 72′ ობამეიანგი (3-0)

“ბენფიკა” (პორტუგალია) 3:0 დ.დ. “დინამო” (ზაგრები, ხორვატია)
71′ ჟონასი (1-0), 94′ ფერო (2-0), 105′ გრიმალდო (3-0)
გაძევება: 104′ სტოიანოვიჩი – “დინამო”

“ინტერი” (იტალია) 0:1 “აინტრახტი” (გერმანია)
6′ იოვიჩი

სლავია” (ჩეხეთი) 4:3 დ.დ. “სევილია” (ესპანეთი)
15′ ნგადე-ნგადჯუი (1-0), 44′ ბენ იადერი პენ. (1-1), 47′ სოუჩეკი (2-1), 54′ ელ ჰადადი (2-2), 98′ ვასკესი (2-3), 102′ ვან ბურენი (3-3), 119′ ტრაორე (4-3)

“ვილიარელი” 2:1 “ზენიტი” (რუსეთი)
29′ მორენო (1-0), 47′ ბაკა (2-0), 90+1′ ივანოვიჩი (2-1)

ევროპა ლიგის წილისყრა 15 მარტს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი