მთავარი ვიდეო ბრინჯაოთი დაგვირგინებული სადებიუტო გრან-სლემი [VIDEO]

ბრინჯაოთი დაგვირგინებული სადებიუტო გრან-სლემი [VIDEO]

190 ნახვა
Luka MAISURADZE (GEO) Vs Frank DE WIT (NED) | Grand-Slam Ekaterinburg 2019

⭕️ ლუკა მაისურაძემ (-81) ეკატერინბურგის გრან-სლემზე ბრინჯაო მოიგო!⭕️ გადამწვეტ შეხვედრაში ჩვენებურმა წუთსა და 37 წამში წმინდათ გააკრა ტატამს ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი

Опубліковано Sporter/სპორტერი Субота, 16 березня 2019 р.

ბრინჯაოთი დააგვირგინა თავის სადებიუტო გრან-სლემზე გამოსვლა ლუკა მაისურაძემ. ხაშურელმა ფალავანმა, რომელიც 81 კგ-ში გამოდის, სულ რაღაც წუთი და 37 წამი აკმარა უფროს ასაკში ბევრის მნახველი ფრანკ დე ვიტის დაიპონებას. თანაც ეს ჰოლადიელი ნამდვილად არაა ხელწამოსაკვარი ბიჭი – მსოფლიო რეიტინგში ხომ მეორეა და ბოლო პერიოდში ქართველების დამარცხებაც მისჩვეოდა.

ქვეჯგუფში ლუკამ 2 შეხვედრა მოიგო – მოლდოველი კატარინ მარიანი იპონით, ხოლო მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი ვაზარით დაამარცხა, დამამშვიდებელში გადართულმა რუმინელ მარსელ ცერცეა სძლია ასევე ვაზარით.

არადა მეოთხედფინალში ბელგიელ კასესთან დასანანი მარცხი რომ არა, ვინძლო ცოტა წინაც ყოფილიყო კვარცხლბეკზე. ჩვენებურს ნამდვილად შესწევდა მისი დამარცხების ძალა, მაგრამ ოქროს დრო ხომ ნერვების ომია და რა გასაკვირია რომ აქ უფრო გამოცდილ მეტოქეს ჰქონდა უპირატესობა.

წარმატებასთან ერთად იყო წარუმატებლობაც…

მთავარ მოულოდნელობად ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდთუაშვილის მარცხი უნდა მივიჩნიოთ პირველივე შეხვედრაში ადგილობრივ ევგენი პროკორჩუკთან. თუმცაღა მომხდარი უფრო გადაღლილობას უნდა მივაწეროთ – არასრულ თვენახევარში მიჯრით 4 ტურნირი არაა სახუმარო საქმე.

ბოლომდე ებრძოლა ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ექსჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს, მაგრამ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა და შეხვედრა იაპონელმა მოიგო. ვალერი იაშვილს გეორგი ელბაკიევმა სძლია პირველ წრეში იპონით.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი