მთავარი მთავარი ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე გაგამარუმ გამარჯვება მოიპოვა

ჰარუ ბაშოს ნაკაბიზე გაგამარუმ გამარჯვება მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
114 ნახვა

ამომავალი მზის ქვეყანაში, სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ნაკაბის ანუ ტურნირის შუაწელის ბრძოლები ჩატარდა.

ქართველმა რიკიშმა გაგამარუმ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს მე-6 ნომერი მონღოლი კიოკუშუჰო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

გაგამარუს გაზაფხულის ბაშოზე თანაბარი ბალანსი გაუხდა.
ქართველ გოლიათს ამ დროისთვის 4 მოგება და 4 მარცხი გააჩნია.
კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვლებლად კი ჩვენებურს კიდევ 4 გამარჯვება ესაჭიროვება.

ხვალ, თეიმურაზ ჯუღელი ბაშოზე მორიგ ორთაბრძოლას ჩაატარებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი