მთავარი მთავარი განახლებული WTA-ს რეიტინგი – ნაომი ოსაკამ პირველობა შეინარჩუნა, ბიანკა ვანესა ანდრეესკუ 36 პოზიციით დაწინაურდა

განახლებული WTA-ს რეიტინგი – ნაომი ოსაკამ პირველობა შეინარჩუნა, ბიანკა ვანესა ანდრეესკუ 36 პოზიციით დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციამ WTA-ს განახლებული რეიტინგი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ინდიანა უელსის პრესტიჟული ტურნირის მოგების შემდეგ  კანადელი თინეიჯერი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ რეიტინგში 36 პოზიციით დაწინაურდა.  18 წლის ჩოგბურთელი 61-ე  ადგილიდან 24-ე საფეხურამდე აღზევდა.

WTA-ს რეიტინგში იაპონელმა ნაომი ოსაკამ პირველი ადგილი შეინარჩუნა.  II-III ადგილები ჩეხმა პეტრა კვიტოვამ და რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გაცვალეს.

ინდიანა უელსის ტურნირის ფინალში გასვლა გერმანელ ანჟელიკ კერბერს დაუფასდა.  მან რეიტინგში პოზიცია 4 საფეხურით გაიუმჯობესა.  კერბერი მე-8 ადგილიდან მე-4 ადგილზე აღმოჩნდა.

უკრაინელმა ელინა სვიტოლინა 1 ნაბიჯით დაწინაურდა.  უკუსვლა კი ამერიკელმა სლოან სტეფენსმა, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ და ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა განიცადეს.

WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეული ასეთია:

  1. ნაომი ოსაკა (იაპონია) 5991
  2. პეტრა  კვიტოვა (ჩეხეთი) 5550
  3. სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) 5457
  4. ანჟელიკ კერბერი (გერმანია) 5315
  5. ელინა სვიტოლინა (უკრაინა) 5225
  6. სლოან სტეფენსი (აშშ) 5222
  7. კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 5145
  8. კიკი ბერტენსი (ჰოლანდია) 4995
  9. არინა საბალენკა (ბელარუსი) 3620
  10. სერენა უილიამსი (აშშ) 3406
  11. ეშლი ბარტი (ავსტრალია) 3395
  12. ანასტასია სევასტოვა (ლატვია) 3270
  13. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3007
  14. ელის მერტენსი (ბელგია) 2800
  15. იულია გორგესი (გერმანია) 2780
  16. მედისონ კისი (აშშ) 2726
  17.  გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) 2635
  18. ქიანგ ვანგი (ჩინეთი) 2607
  19. ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი) 2465
  20.  ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) 2420
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი