მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები გიორგი ქვილითაია: ,,ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით და თავდაჯერება დაგვიბრუნდა”

გიორგი ქვილითაია: ,,ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით და თავდაჯერება დაგვიბრუნდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

საქართველოს ეროვნული  ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის  მზადებას ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სრული შემადგენლობით განაგრძობს.

ამჟამად,  სამწვრთნელ პროცესში ეროვნული ნაკრების 24 ფეხბურთელია ჩართული.

ეროვნული გუნდის დებიუტანტი ვატო არველაძე მატჩისთვის ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება.

გუშინ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდი ერთი საათის განმავლობაში სრულად დატვირთა.

ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ მომავალი  მატჩის შესახებ  კომენტარი გააკეთა.

ქვილითაია აღიარებს, რომ თამაში ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ და შვეიცარიას ჯგუფის ფავორიტად მიიჩნევს.

გიორგის გულშემატკივრების მხურცალე ქომაგობის იმედი აქვს. მისი აზრით საქართველოს ნაკრები ბოლო დროს ძლიერ ნაკრებად ჩამოყალიბდა და თავდაჯერება დაიბრუნა.

გიორგი ქვილითაია: ,,დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის”- აცხადებს საქართველოს ნაკრების ფორვარდი.

საქართველოსა და შვეიცარიის მატჩი 23 მარტს, თბილისში “დინამო არენაზე” გაიმართება.

შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი