მთავარი მთავარი ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინი ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდება

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინი ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
101 ნახვა

ხვალ, 21 მარტს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე მე-12 დღის ბრძოლები შედგება.

ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი მიმდინარე ბაშოზე დაუმარცხებელ ლეგენდარულ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს შეერკინება.

ჰაკუჰო გაზაფხულის ბაშოზე მორიგი იუშოსთვის იბრძვის. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რიკიში ჰარუ ბაშოზე წარმატების შემთხვევაში კარიერაში 42-ე ჩემპიონის ტიტულს დაისაკუთრებს.

ლევან გორგაძის მიზანი კი ბაშოზე კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, რათა ოძეკის პრესტიჟული წოდება არ დაკარგოს.

ტოჩინოში “თეთრი ფენიქსის” წინააღმდეგ კარიერაში 26-ე ბრძოლას ჩაატარებს. მათი დაპირისპირებები სტარტს 2008 წლიდან იღებს. ქართველს მონღოლი იოკოძუნა მხოლოდ ერთხელ 2018 წლის 24 მაისს, ნაცუ ბაშოზე ჰყავს დამარცხებული. დანარჩენი 25 ორთაბრძოლა ჰაკუჰოს გამარჯვებით დასრულდა.

ასე, რომ ლევან გორგაძეს, რომელსაც ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს და ტურნირს სერიოზული დაზიანებით ატარებს, ხვალ სასწაულის მოხდენა და დაუმარცხებელი გოლიათის წინააღმდეგ დიდი სენსაციის მოხდენა მოუწევს.

ხვალ, ტოჩინოშინისა და ჰაკუჰოს შერკინებას დაახლოვებით 12:30-დან უნდა ველოდოთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი