მთავარი მთავარი საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატი: 3 ლიდერი 5 ტურის შემდეგ

საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატი: 3 ლიდერი 5 ტურის შემდეგ

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე 76-ე საქართველოს ჩემპიონატზე მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა.

განვლილი 5 ტურის შემდეგ სამი ლიდერი გამოიკვეთა.  მირანდა მიქაძე,  მერი არაბიძე და ნინო ხომერიკი ჩემპიონატზე წაუგებლად ასპარეზობენ.  მათ 4-4 ქულა დააგროვეს.

ნინო ხომერიკმა ტურნირზე მესამე გამარჯვება სოფიკო ხუხაშვილთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

მირანდა მიქაძემ შავი ფიგურებით ინგა ხურცილავას მოუგო.  რაც შეეხება მერი არაბიძეს, მან ამჯერად ქეთი წაწალაშვილთან პარტია ყაიმით დაასრულა.

მე-5 ტურის პარტიები სოფო გვეტაძემ  თამარ წერეთელმა და ალექსანდრა ვახანიამ მოიგეს.

მე-6 ტურში ნინო ხომერიკი შავი ფიგურებით თამარ წერეთელს დაუპირისპირდება.  მირანდა მიქაძის წინაღმდეგ ქეთი წაწალაშვილი იბძოლებს.

მერი არაბიძე კი ძალებს თამარ ესაძესთან მოსინჯავს.

მეხუთე  ტურის   შედეგები:
სოფიო გვეტაძე 1:0  სალომე მელია
მაკა ფურცელაძე 0:1  თამარ წერეთელი
ნინო ხომერიკი 1:0 სოფიკო ხუხაშვილი
ინგა ხურცილავა  0:1  მირანდა მიქაძე
ქეთი წაწალაშვილი  0.5:0.5 მერი არაბიძე
თამარ ესაძე  0:1   ალექსანდრა ვახანია

მეექვსე  ტურის   შეხვედრებში ერთმანეთს ეს  მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან:

სალომე მელია : ალექსანდრა ვახანია
მერი არაბიძე : თამარ ესაძე
მირანდა მიქაძე : ქეთი წაწალაშვილი
სოფიკო ხუხაშვილი : ინგა ხურცილავა თამარ წერეთელი : ნინო ხომერიკი   სოფიო გვეტაძე : მაკა ფურცელაძე

ფოტო: საქარველოს ჭადრაკის ფედერაცია

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი