მთავარი სხვა_MMA არც ფაფახიან დაღესტნელთან რევანში და არც მეივეზერთან მეორე გარჩევაო

არც ფაფახიან დაღესტნელთან რევანში და არც მეივეზერთან მეორე გარჩევაო

195 ნახვა

არც ფაფახიან დაღესტნელთან რევანში და არც მეივეზერთან მეორე გარჩევა… UFC-ის ირლანდიელმა სუპერვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა 30 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

გამოსათხოვარი პოსტი მსუბუქი და ნახევრადმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა სოციალური ქსელით გაავრცელა:

“მოგესალმებით, მეგობრებო, სწრაფ განცხადებას გავაკეთებ. გადავწყვიტე თავი დავანებო სპორტის სახეობას, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნება ეწოდება. ჩემს ძველ კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ. დროა ჩემს ყოფილ კოლეგებს შევუერთდე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს”

რვაკუთხედში ირლანდიელის დებიუტი 2008 წელს შედგა და მას შემდეგ კიდევ 24-ჯერ შეაბიჯა ოქტაგონზე. დამარცხდა სულ 4-ჯერ, მოიგო 21-ჯერ.

2015-ში გახდა სატიტულო ბრძოლებში ყველაზე სწარფი ნოკაუტის ავტორი – იმხანად მოქმედი ჩემპიონის ჟოზე ალდოს დანოკაუტებას 13 წამი მოანდომა. ერთი წლის თავზე კი, 2016-ში, ალდოს გზას ედი ალვარესიც გაუყება და UFC-ის ისტორიაში გახდა პირველი მებრძოლი რომელმაც საჩემპიონი ერთდროულად ქამარი ორ წონაში აღმართა.

მართლა დაკიდა გიჟმა ირლანდიელმა ხელთათმანები ლურსლამანზე თუ ეს მორიგი მარკენტიგული სვლაა ამას დრო გვიჩვენებს.

ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ მან სამიოდე წლის უკანაც გამოაცხადა, 2016 წლის აპრილში, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი