მთავარი მსოფლიო6 ერი ალუნ უინ ჯონსი 6 ერის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს

ალუნ უინ ჯონსი 6 ერის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

2019 წლის 6 ერის  საუკეთესო მორაგბე უელსის ნაკრების კაპიტანი ალუნ უინ ჯონსი გახდა.

ტიტულის მაძიებელთა შორის უელსის ნაკრების კიდევ 3 მორაგბე და ინგლისის გუნდის 2 მოთამაშე იყო წარდგენილი.

ალუნ უინ ჯონსმა საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძილაში თანამემამულეები ჯოშ ადამსი, ლიამ უილიამსი და ჰედლი პარკსი, ასევე ინგლისელები  ჯონი მეი და ტომ კარი ჩამოიტოვა.

ჯონსი მე-5 უელსელი მორაგბეა, რომელმაც 6 ერის საუკეთესო მორაგბის წოდება დაიმსახურა.

აქამდე საუკეთესოდ სხვადსხვა დროს  “დრაკონების”  მორაგბეები მარტინ უილიამსი, დენ ლიდიეტი, შეინ უილიამსი და ლი ჰალფპენი დასახელდნენ.

2019 წლის 6 ერის გათამაშება უელსის ნაკრებმა ბრწყინვალედ ჩაატარა. ბრიტანელებმა ტურნირი სლემით მოიგეს.

“ოსპრეისის”  მორაგბე ალუნ უინ ჯონსი უელსის ნაკრების ცენტურიონი გახლავთ. 33 წლის სპორტსმენს ეროვნულ გუნდში 125 კეპი აქვს მოხვეჭილი და  45 ლელო დადებული.

ჯონსს 9 თამაში “ბრიტანელი ლომების” შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი