მთავარი მთავარი მერი არაბიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა

მერი არაბიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილი სახელობის ჭადრაკის სასახლეში ერთდღიანი შესვენების შემდეგ მე-7 ტურის პარტიები გაიმართა.

საქართველოს პირველობის ლიდერმა მერი არაბიძემ მორიგი ორთაბრძოლა მოიგო. მან შავი ფიგურებით ალექსანდრა ვახანიას სძლია. არაბიძეს მიმდინარე ჩემპიონატში არცერთი წაგება არ აქვს.  მერის განვლილი 7 ბრძოლის შემდეგ 5 გამარჯვების წილ 2 ყაიმი გააჩნია.

წარმატებას არაბიძის ერთ-ერთმა კონკურენტმა მირანდა მიქაძემაც მიაღწია. მან დაპირისპირება თამარ ესაძესთან მოიგო.

ნინო ხომერიკმა ზედიზედ მეორედ პარტია ყაიმით დაასრულა. ამჯერად ხომერიკმა ქულები სოფიო გვეტაძესთან გაიყო.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას სალომე მელია აგრძელებს. მან გამარჯვება მაკა ფურცელაძესთან მოიპოვა.

მე-7 ტურში თავისი შეხვედრები სოფიკო ხუხაშვილმა და თამარ წერეთელმაც მოიგეს. მათ შესაბამისად ინგა ხურცილავა და ქეთი წაწალაშვილი დაამარცხეს.

მე-7 ტურის შედეგები:
მაკა ფურცელაძე 0-1 სალომე მელია
ნინო ხომერიკი 0.5:0.5 სოფიო გვეტაძე
ინგა ხურცილავა 0-1 თამარ წერეთელი
ქეთი წაწალაშვილი 0 – 1 სოფიკო ხუხაშვილი
თამარ ესაძე 0-1 მირანდა მიქაძე
ალექსანდრა ვახანია 0:1 მერი არაბიძე

სატურნირო მდგომარეობა:
1. მერი არაბიძე 6.0
2. მირანდა მიქაძე 5.5
3.ნინო ხომერიკი 5.0
4. სალომე მელია 4.5
5. სოფიო გვეტაძე 4.0
6. სოფიკო ხუხაშვილი 4.0
7. თამარ წერეთელი 4.0
8. ქეთი წაწალაშვილი 2.5
9. მაკა ფურცელაძე 2.0
10. ინგა ხურცილავა 1.5
11. ალექსანდრა ვახანია 1.5
12. თამარ ესაძე 0.5

მე-8 ტურის ცენტრალური შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერ მერი არაბიძესა და გამოცდილ მოჭადრაკე სალომე მელიას შორის გაიმართება.  არაბიძე მელიას დამარცხებას და წაუგებელი სერიის გაგრძელებას შავი ფიგურებით შეეცდება.

მე-8 ტურის ანონსი
სალომე მელია : მერი არაბიძე
მირანდა მიქაძე : ალექსანდრა ვახანია
სოფიკო ხუხაშვილი : თამარ ესაძე
თამარ წერეთელი : ქეთი წაწალაშვილი
სოფიო გვეტაძე : ინგა ხურცილავა
მაკა ფურცელაძე : ნინო ხომერიკი

მე-8 ტურის პარტიები 27 მარტს, ჩატარდება.

ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი