მთავარი მთავარი ნინო ოძელაშვილის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ჰიმნის დროს რუსი სამბისტი კვარცხლბეკზე არ ავიდა

ნინო ოძელაშვილის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ჰიმნის დროს რუსი სამბისტი კვარცხლბეკზე არ ავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
2864 ნახვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამბოს მსოფლიოს თასის ეგიდით გამართულ “ხარლამპიევის მემორიალზე” მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა ჩემპიონის ოქროს მედალი დაისაკუთრა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ოძელაშვილთან დამარცხებული მასპინძელი ოლგა ზახარცოვა, რომელმაც ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კვარცხლბეკზე პროტესტის ნიშნად არ ავიდა.

რუსმა სამბისტმა ნინო ოძელაშვილის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ჰიმნის მოსმენა არ ინება და არც ყველა მაღლა აღმართული საქართველოს დროშის დანახვა მოინდომა.

რუსმა სპორტსმენმა სავარაუდოდ, ტურნირის ორგანიზატორების ჩარევით სამბოს წესებს პატივი არ სცა და რბილად, რომ ვთქვათ სპორტსმენისთვის უღირსი საქციელი ჩაიდინა.

ოლგა ზახარცოვას და მისი თანამემამულეების სამშობლოში ნინო ოძელაშვილმა კარიერაში მსოფლიოს თასი მესამედ მოიგო.

ოძელაშვილის გარდა ტურნირზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი ბექა ბერძენიშვილის პატივსაცემადაც აჟღერდა. ჯამში კი ქართველებმა ჩვენი ჩრილოელი მტერ-მეზობლების დედაქალაქიდან 5 მედალი წამოიღეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი