მთავარი მთავარი გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

130 ნახვა

სამწუხაროდ 29-31 მარტს თბილისში გასამართ გრან-პრიზე მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩვენი ნაკრების ლიდერი, მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი. მიზეზი ძიუდოს საერთაშორიოს ფედერაციის მიერ გამოტანილი ვერდიქტია – მათ ჩვენებური შარშან ყაზახური კურაშის მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობისთვის ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რომელის ათვლაც 25 მარტიდან დაიწყო.

საერთაშორისო დებულების თანახმად, ძიუდოისტებს, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში არიან, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იჭიდავებს თუშიშვილის მაგიერ თბილისურ ტატამზე.

მომხდარს საქართველოს ძიუდოს ფედერაშიაც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით დებულება, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრებს სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში შეთანხმების გარეშე მონაწილეობას უკრძალავდა მათ ჯერ კიდევ 2014 წელს ქონდათ მიღებული. მიუხედავად ამისა სპორტსმენის მხრიდან არანაირი ცნობა არ გაკეთებულა ფედერაციაში ყაზახურ კურეშში მონაწილეობის შესახებ.

გთავაზობთ უცვლელად  განცხადების ტექსტობრივ მასალას:

“საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დებულების შესახებ, რომელიც კრძალავს ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობებში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ინფორმირებული იყო. უფრო მეტიც, სანამ საერთაშორისო ფედერაცია ამ დებულებას მიიღებდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ 2014 წელს თავად მიიღო დებულება, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრებს სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში შეთანხმების გარეშე მონაწილეობას უკრძალავდა.

გურამ თუშიშვილის შემთხვევაში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი