მთავარი მთავარი მერი არაბიძემ კონკურენტი მირანდა მიქაძე დაამარცხა და ჩემპიონობისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

მერი არაბიძემ კონკურენტი მირანდა მიქაძე დაამარცხა და ჩემპიონობისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 76-ე ჩემპიონატზე მე-9 ტურის პარტიაში ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი მაძიებელი მერი არაბიძე და მირანდა მიქაძე დაუპირისპირდნენ.

დაძაბული ორთაბრძოლა თეთრი ფიგურებით მერი არაბიძემ მოიგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამ დროისთვის არაბიძეს 8 ქულა აქვს და უშუალო კონკურენტ მირანდა მიქაძეს მთელი 1 ქულით უსწრებს.  საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე კი 2 ტურია დარჩენილი.

ნინო ხომერიკმა და სალომე მელიამ ბრძოლა ყაიმით დაასრულეს.  ქულები ასევე ორმა თამარმა წერეთელმა და ესაძემ გაიყვეს.

დღეს, გამარჯვებები მაკა ფურცელაძემ, ქეთი წაწალაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა მოიპოვეს.

მე-9 ტურის შედეგები ასეთია:
ნინო ხომერიკი 0.5 : 0.5 სალომე მელია
ინგა ხურცილავა 0:1 მაკა ფურცელაძე
ქეთი წაწალაშვილი 1:0 სოფიო გვეტაძე
თამარ ესაძე  0.5 : 0.5 თამარ წერეთელი
ალექსანდრა ვახანია 0:1 სოფიკო ხუხაშვილი
მერი არაბიძე 1:0 მირანდა მიქაძე

სატურნირო ცხრილი

  1. მერი არაბიძე 8.0
  2. მირანდა მიქაძე 7.0
  3. ნინო ხომერიკი 6.0
  4. სოფიკო ხუხაშვილი 6.0
  5. სალომე მელია 5.0
  6. ქეთი წაწალაშვილი 5.0
  7. თამარ წერეთელი 5.0
  8. სოფიო გვეტაძე 4.5
  9. მაკა ფურცელაძე 3.5
  10. ინგა ხურცილავა 2.0
  11. ალექსანდრა ვახანია 1.5
  12. თამარ ესაძე 1.0

ბოლოსწინა მე-10 ტურში საქართველოს პირველობის ერთპიროვნული ლიდერი მერი არაბიძე შავი ფიგურებით სოფიკო ხუხაშვილს დაუპირისპირდება.  მირანდა მიქაძის წინააღმდეგ  სალომე მელია წარდგება.  ნინო ხომერიკის მეტოქე კი ინგა ხურცილავა იქნება.

მე-10 ტურის ანონსი

სალომე მელია : მირანდა მიქაძე

სოფიკო ხუხაშვილი : მერი არაბიძე

თამარ წერეთელი : ალქსანდრა ვახანია

სოფიო გვეტაძე : თამარ ესაძე

მაკა ფურცელაძე : ქეთი წაწალაშვილი

ნინო ხომერიკი : ინგა ხურცილავა

მე-10 ტურის პარტიები 29 მარტს, შედგება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი