მთავარი მთავარი ლეგენდარული როჯერ ფედერერი მაიამის მასტერსის 1/2 ფინალში გავიდა

ლეგენდარული როჯერ ფედერერი მაიამის მასტერსის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირ მაიამის მასტერზე წარმატებულ გამოსვლას ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი აგრძელებს.

37 წლის ვეტერანმა 1/4 ფინალური ბარიერი გადალახა.  ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა ATP-ს რეიტინგის მე-7 ჩოგანი სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იოლად 2-სეტში 6-0, 6-4 დაამარცხა.

ფედერერს მეტოქის ძლევისთვის სულ რაღაც 1 საათი და 27 წუტი დასჭირდა.

ლეგენდარული ჩოგბურთელი 1/2 ფინალში გავიდა.  იქ კი მისი მოწინააღმდეგე ტურნირის აღმოჩენა კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება.

კანადელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში ამერიკელ ფრენსის ტიაფოეს დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია.  დაპირისპირება 2 საათი და 13  წუთი გაგრძელდა.  საბოლოოდ დენის შაპოვალოვმა მეტოქეს 3-სეტში 6-7, 6-4, 6-2 მოუგო.

როჯერ ფედერერიდა და დენის შაპოვალოვის 1/2 ფინალური ორთაბრძოლა 30 მარტს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი