მთავარი მთავარი მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონია

მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
100 ნახვა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 76-ე ჩემპიონატი 25 წლის მოჭადრაკის მერი არაბიძის ტრიუმფით სრულდება.

არაბიძე ბოლოსწინა მე-10 ტურის პარტიაში სოფიკო ხუხაშვილთან ყაიმზე შეთანხმდა. მისმა კონკურენტმა მირანდა მიქაძე კი შავი ფიგურებით სალომე მელიასთან წააგო.

ამ შედეგების გათვალისწინებით მერი არაბიძემ 8.5 ქულა დააგროვა და პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. არაბიძემ საქართველოს ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე  არაბიძეს განვლილი 10 ბრძოლიდან არცერთი მარცხი არ გააჩნია.

მერი არაბიძე ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედლის გარდა, ასევე  ორგანიზატორების მიერ დაწესებულ პრიზს 5 500 ლარს მიიღებს.

ტურნირზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსს ერთბაშად რამდენიმე მოჭადრაკე ინარჩუნებს. ასე, რომ საქართველოს პირველობის დასკვნითი ტური დაძაბული იქნება.

მე-10 ტურის შედეგები
სალომე მელია 1-0 მირანდა მიქაძე
სოფიკო ხუხაშვილი 0.5:0.5 მერი არაბიძე
თამარ წერეთელი 0-1 ალექსანდრა ვახანია
სოფიო გვეტაძე 1-0 თამარ ესაძე
მაკა ფურცელაძე 0.5:0.5 ქეთი წაწალაშვილი
ნინო ხომერიკი 0:1 ინგა ხურცილავა

სატურნირო ცხრილი

1.მერი არაბიძე 8.5
2 მირანდა მიქაძე 7.0
3.სოფიკო ხუხაშვილი 6.0
4.ნინო ხომერიკი 6.0
5. სალომე მელია 6.0
6.ქეთი წაწალაშვილი 5.5
7.სოფიო გვეტაძე 5.5
8.თამარ წერეთელი 5.0
9. მაკა ფურცელაძე 4.0
10. ინგა ხურცილავა 3.0
11.ალექსანდრა ვახანია 2.5
12. თამარ ესაძე 1.0

ბოლო ტური
ინგა ხურცილავა : სალომე მელია
ქეთი წაწალაშვილი : ნინო ხომერიკი
თამარ ესაძე : მაკა ფურცელაძე
ალექსანდრა ვახანია : სოფიო გვეტაძე
მერი არაბიძე : თამარ წერეთელი
მირანდა მიქაძე : სოფიკო ხუხაშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი