მთავარი მთავარი მერი არაბიძემ საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო

მერი არაბიძემ საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
263 ნახვა

თბილისის ნონა გაგრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 76-ე ჩემპიონატი დასრულდა.

ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მერი არაბიძემ მოიპოვა.  მან ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და 11 პარტიიდან 8 მათგანში გამარჯვება მოიპოვა.  25 წლის მოჭადრაკემ  მოქმედი ჩემპიონის ბოლო ტურში რანგში თამარ წერეთელს სძლია.

არაბიძე საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად პრიზის სახით 5500 ლარს მიიღებს.

ეროვნული პირველობის დასკვნით ტურში სოფიკო ხუხაშვილმა მედლებისთვის ბრძოლაში  პრინციპული მეტოქე მირანდა მიქაძე შავი ფიგურებით დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.  ხუხაშვილმა ვიცეჩემპიონობასთან ერთად 4500 ლარი გამოიმუშავა.

საქართველოს ჩემპიონატზე თავისი მონაგარი სალომე მელიამ ბრინჯაოს მედლით გაამდიდრა.  მელიამ მე-11 ტურის ორთაბრძოლაში ინგა ხურცილავას მოუგო.  სალომეს მე-3 პოზიაციაზე გასვლისთვის ტურნირის ორგანიზატორებისგან 3500 ლარი გადაეცემა.

მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის მყოფი მირანდა მიქაძე უმედლოდ დარჩა, თუმცა მე-4 ადგილისათვის განკუთნილ პრიზს 2500 ლარს აიღებს.

საქართველოს პირველობაზე საპატიო მე-5 ადგილი ქეთი წაწალაშვილმა დაიკავა.  მას წილად 1500 ლარი ერგო.

ბოლო ტურის შედეგები
ინგა ხურცილავა  0-1 სალომე მელია
ქეთი წაწალაშვილი 1-0 ნინო ხომერიკი
თამარ ესაძე  0-1 მაკა ფურცელაძე
ალექსანდრა ვახანია  1-0  სოფიო გვეტაძე
მერი არაბიძე  1-0 თამარ წერეთელი
მირანდა მიქაძე 0-1 სოფიკო ხუხაშვილი

საბოლოო სატურნირო ცხრილი

  1. მერი არაბიძე 9,5 ქულა
  2. სოფიკო ხუხაშვილი 7.5
  3. სალომე მელია 7.0
  4. მირანდა მიქაძე 6.5
  5. ქეთი წაწალაშვილი 6.5
  6. ნინო ხომერიკი  6.0
  7. სოფიო გვეტაძე 5.5
  8. მაკა ფურცელაძე  5.0
  9. თამარ წერეთელი 5.0
  10. ალექსანდრა ვახანია 3.5
  11. ინგა ხურცილავა 3.0
  12. თამარ ესაძე 1.0

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი