მთავარი მსოფლიოიტალია “იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” 15-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

“იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” 15-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი

სერია ა-ს 29-ე ტურის შეხვედრაში ტურინში “ალიანს სტედიუმზე” “იუვენტუსმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კრისტიანუ რონალდუმ გარეშე დარჩენილმა “ბებერმა ქალბატონმა”  “ემპოლი” მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი ხორვატ მარიო მანჯუკიჩის პასით ტურინელთა 19 წლის თინეიჯერმა ფორვარდმა მოის კინმა გაიტანა.

“იუვენტუსის” კონკურენტმა “ნაპოლიმ” გაცილებით იოლად, გაცილებით ძლიერ მეტოქეს სძლია.  ნეაპოლელელბმა იტალიის დედაქალაქში “რომა” 4-1 გაანადგურეს.

მატჩში თავდაპირველად რომაელები დაწინაურდნენ. მე-2 წუთზე თავი პოლონელმა არკადიუშ მილიკმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს პენალტით არგენტინელმა დიეგო პეროტიმ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში კი ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი “ნაპოლი” თამაშობდა. მათ მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს.

მეორე ტაიმში თავი გატანილი გოლებით ბელგიელმა დრის მერტენსმა, იტალიელმა სიმონს ვერდიმ და გერმანელმა ამინ იოუნესმა გამოიჩინეს.

ამ შედეგების გათვალისწინებით “იუვენტუსს”  78 ქულა აქვს და სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს.  “ბებერ ქალბატონს” 15 ქულით “ნაპოლი” ჩამორჩება.

მილანში, რომის “ლაციოსთან” 0-1 წაგების მიუხედავად, “ინტერი” სატურნირო ცხრილში 53 ქულით მე-3 პოზიციას ინარჩუნებს.

რომა” 1:4 “ნაპოლი”
2′ მილიკი (0-1), 45+4′ პეროტი პენ. (1-1), 50′ მერტენსი (1-2), 55′ ვერდი (1-3), 81’იოუნესი (1-4)

“პარმა” 1:3 “ატალანტა”
8′ ჟერვინიო (1-1), 24′ პესალიჩი (1-1), 75′ 90+4′ ზაპატა (1-2, 1-3)

“ფიორენტინა” 1:1 “ტორინო”
7′ სიმეონე (1-0), 34′ ბასელი (1-1)

“ფროსინონე” 0:1 “სპალი”
13′ ვიკარი

“ბოლონია” 2:1 “სასუოლო”
68′ ფულგარი პენ. (1-0), 90+2′ ბოგა (1-1), 90+6′ დესტრო (2-1)

“უდინეზე” 2:0 “ჯენოა”
4′ ოკაკა (1-0), 62′ მანდრაგორა (2-0)

“იუვენტუსი” 1:0 “ემპოლი”
72′ კინი

“სამპდორია” 1:0 “მილანი”
1′ დეფრელი

“ინტერი” 0:1 “ლაციო”
13′ მილინკოვიჩ-სავიჩი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი