ამ გამარჯვების შემდეგ “ბასკონიას” 18 მოგება და 7 მარცხი გააჩნია და ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილს იკავებს.
მომდევნო ტურის მატჩს თორნიკე შენგელიას გუნდი , 7 აპრილს, სტუმრად “მურსიასთან” ჩაატარებს.
თორნიკე შენგელიამ მუხლის ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს, “რეალთან” ბრძოლაში მიიღო. “ბასკონიას” კაპიტანი მას შემდეგ ვიტორიული კლუბის ლაზარეთში იმყოფებოდა.
შენგელია უახლოეს მატჩს ევრილიგაზე 4 აპრილს, ჩაატარებს. ამ დღეს, ფლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი “ბასკონია” მოსკოვში, “ცსკას” დაუპირისპირდება.