მთავარი მთავარი ანტალიური წილისყრის ამბები

ანტალიური წილისყრის ამბები

141 ნახვა

ძიუდოს მსოფლიო ტურის მორიგ “დიდი პრიზის” რანგის შეჯიბრებას ხვალიდან 7 აპრილის ჩათვლით თურქეთი მასპინძლობს. იქაურ საკურორტო ქალაქ ანტალიაში თავი ჯამში 76 ქვეყნის 485 ფალავანმა მოიყარა და მათ შორის 19-მა ქართველმაც – 13 ვაჟი და 6 გოგონა.

უკვე გაიმართა წილისყრაც და გაირკვა ქართველი ათლეტების მეტოქეები.

პირველ დღეს მონაწილეები:

ახალგარდებში ევროპა-მსოფლიოს მესამე პრიზიორი ჯაბა პაპინაშვილი ქვეჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონთან და ოლიმპიურ ვერცხლის პრიზიორთან იელდოს სმეტოვთან მოხვდა. ჩვენებურს მასთან წლულს ერთხელ უკვე მოუწია დაჭიდება პარიზულ ტურნირზე და მძიმე ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა. ვნახოთ მათი რიგით მეორე შეხვედრა როგორ წარიმართება, მაგრამ სმეტოვამდე ჯაბას ორი მეტოქესთან მოუწევს დაჭიდება – პირველ ჯერზე სლოვენიელ მატიაზ ტრბოვვსა და ტაიპეელ იონგ ვეი იანგს შორის უძლიერესთან, მეორედ უნგრელ ცსაბა სზაბოს და ბრაზილიელ ფელიპე კიტადიას წყვილში მოგებულთან.

მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ამ წონაში ჩვენი მეორე მონაწილე ირაკლი კუპატაძეც და მეტოქედ ჩეხი დავიდ პულკრაბეკი ეყოლება. მას თუ მოუგო, მერე ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესა და აზერბაიჯანელი ორხან საფაროვის წყვილში მოგებულზე გადის.

ნახევარფინალის საგზურისთვის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბაგრატ ნინიაშვილი დიდი ალბათობით უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარიას გაეჯიბრება. იქამდე მისვლა კი ჩვენებურს წესითა და რიგით არ უნდა გაუჭირდეს, რადგან გზად ბრაზილელ კარლეს ჩიბანას გარდა გამორჩეული არავინ ჰყავს და ეს უკასნკნელიც წლეულს ვერაფერ განსაკუთრებულ ძიუდოს ვერ აჩვენებს – სულ 2 შეჯიბრებაზე მიიღო მონაწილეობა და ორივეგან პირველივე წრეში დამარცხდა.

საქართველოს მეორე დონის პირველობის გამარჯვებული ვანო მახათაძე ასპარეზობას ბოცვანელი გავინ მოგოპათი დაიწყებს და წარმატების შემთხვევაში ჩინელ ვუ ჟიქიანგზე გავა.

გოგონათა კვარტეტიდან  პირველ წრეში მხოლოდ ორი ჭიდაობს – ნატალია ყიფშიძე და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

ორთავეს ჩინელი მეტოქეები ჰყავთ – ყიფშიძე იაო ხიონგ ხვდება, ლევიცკა-შუკვანი ლიუ ლოპინგს. წარმატების შემთხვევაში პირველ ჩვენებურს მეორე წრეში სერბ ანდრეა სტოიადინოვისა და რუმინელ მონიკა უნგურანუს შორის უმჯობესი ერგება, ხოლო მეორეს ასვტრალიელი ტინკა ესტონი.

მეორე წრიდან დაიწყებენ გამოსვლას მარიამ ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. მათგან ჯანაშვილი ებრაელ მაიამ გრენბერგთან მოსინჯავს ძალებს, ხოლო ლიპარტელიანი გერმანელი საპო კობანის ძლევას შეეცდება.

მეორე დღეს მონაწილეები:

წილისყრამ ბელგიელ მატიას კასესთან გამანწესა ლუკა მაისურაძე, რომელთანაც ჩვენებური განვლილ ეკატერინგურის გრან-სლემზე დამარცდა მეოთხედფინალურ ეტაპზე და ახლა რევანშის აღებას შეეცდება. თუმცა მანამდე ჯერ ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანია დასამარცხებელი.

საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში მოხდა 23-წლამდელებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვლადიმირ ახალკაცი – ატილა უნგვარი, კრისტიან პარლატი და მასპინძლეთა მსოფლიოს პრიზიორი ვედათ ალბაირაქი, იგივე ვანო რევაზიშვილი… დამეთანხმებით აქედან არცერთი არაა საჩუქარი. პირველ წრეში 19 წლის ვლადიმირის მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იქნება.

პირველივე წრიდან ჩაებმება ტურნირში ბექა შავდთუაშვილი და მონღოლ ჩოჯილსურენ განბოლდთან გაარკვევს უძლიერესის ვინაობას. ამავე ეტაპზე განელი ემანუელ ნარტეი ერგო ლაშა გიუნაშვილს.

ახალგაზრდბეში ევროპის მესამე პრიზიორი მარიამ ჭანტურია თავიდან ამერიკელ ჩანტან ვრაითს გაეჯიბრება. ყველაზე დიდი გამოცდა მარიამ მეოთხედფინალში ელის, სადაც სავარაოდ მეტოქეთა შორის ტურნირზე პირველად ნომრად განთესილი მარია პორტელაა პრაზილიიდან.

მესამე დღეს მონაწილეები:

მედლის მოპოვების შემთხვევაში გიორგი პაპუნაშვილი უდიდესო ალბათობით ის მეცხრე კაცი იქნება ვინც მინსკის ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავს. მედლამდე მიმავალ გზას გორელი ფალავანი ყირგიზი ფარუჩ ბულეკულოვით დაიწყებს და სავარაუდოდ რუსთა ევროპის ორგზის მესამე პრიზიორით ხუსეინ ხალმურზაევით გააგრძელებს. მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი თავის პირველ პაექრობას ბრიტანელ ფრაზენ ჩემბერლენთან გამარათს და წარმატების შემთხვევაში კანადელ მაქსიმ კოტეს გაეჯიბრება.

100 კილოგრამში ჩვენი ერთადერთი მონაწილე ზაურ კენჭაძე ეგრევე ფრანგ ალექსანდ იდირს ხვდება. ამ წყვილში მოგებულს კი შემდეგ ეტაპზე ადგილობრივ იაზიცის, ჩეხი ჰორაკის და სერბი დოსენის ტრიოდან უძლიერესი ელოდება.

საქართველოს და თბილისის გრან-პრის მოქმედი ჩემპიონი ლევან მატიაშილს საუდის არაბეთის წარმომადგენელ რაკან საიდანი ერგო, რომელის დამარცხებაც და მომდევნო ეტაოზე გასვლა ჩვენებურს არ უნდა გაუჭირდეს. წილისყრამ არ გაუმართლა გიორგი ქავთარაძეს – პირველივე წრეში ტურნირის მოქმედ ჩემპიონს ინალ ტასოევს უწევს დაჭიდება. ამავე ქვეჯგუფშია ჰოლანდიელთა ევროპის მესამე პრიზიორი როი მეიერი.

წილისყრით ვერც სოფიო სომხიშვილი დაიკვეხნის – მართალი ჩვენ მძიმეწონოსანს თავიდან დიდი ვერაფრით გამორჩეული ესპანელი სარა ალვარეზი ერგო, თუმცა მერე ერთმანეთის მიყოლებით უწევს დაჭიდება საკმაოდ გამოცდილ რუს ქსენია ჩიბისოვასთან და მასპინძელთა ევროპის ჩემპიონ და მსოფლიოს პრიზიორი კაირა საიათთან უწევს დაჭიდება. მათგან ერთს მერვედფინალში ხვდება, მეორეს – მეოთხედფინალში.

სამივე დღის ფინალური ბლკი 18:00 საათზე დაიწყენა და მისი ხილვა სილქ უნივერსალზე იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება წინასწარებს, ხვალ 11:00 საათინდა აიღებს სტრატს, ხოლო 6-ში და 7-ში ნახევარი საათი გვიან, 11:30-ზე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი