მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

ავტორი კახა მიხანაშვილი
153 ნახვა

ხვალ, 6 აპრილს საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში სტარტს ძალოსნობის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი აიღებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი  მწვრთნელის გიორგი ასანიძის განკარგულებაში 13 ძალოსანია, ევროპირველობაზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 10 მამაკაცი და 3 გოგონა დაიცავს.

მშობლიური გულშემატკივარის წინაშე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წარსდგება.  ტალახაძე ტურნირის უდაო ფავორიტია.  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ძალოსანი კონტინენტის პირველობის მოგებას ზედიზედ მეოთხედ შეეცდება.

გაგაცნობთ ქართველი ძალოსნების გამოვლების გრაფიკს:

6 აპრილი
10:00 საათი: ხათუნა ჯიმშელეიშვილი 49 კგ. (B ჯგუფი)

7 აპრილი
20:23 საათი: რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე 61 კგ.)

8 აპრილი 
20:23 –  გოგა ჩხეიძე (67 კგ. )

9 აპრილი 
11:00 –  მაკა ვეფხვაძე 64 კგ.  (C ჯგუფი)
15:30 –  არჩილ მალაყმაძე 73 კგ.  (B ჯგუფი)

10 აპრილი
12:45 – ლომია თებიძე 81 კგ. (C ჯგუფი)

11 აპრილი
15:00 –  ნათია გადელია 76 კგ.  (B ჯგუფი)
17:53 –  რეზი დავითაძე (89 კგ. )

12 აპრილი
20:23 – ანტონ პლესნოი (96 კგ. )

13 აპრილი
08:53 –  ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
17:23 – ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (+109 კგ.)

ხვალ, ტურნირზე გახსნის ცერემონიალი გიამართება.  ცერემონიალს სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.

ევროპირველობაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ამ საიტზე tkt.ge შეგიძლიად.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლებელი.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.
Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია-ს ფოტო.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი