მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ანტონიო ურსო (ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო დღეები გველის. მადლობა საქართველოს“

ანტონიო ურსო (ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო დღეები გველის. მადლობა საქართველოს“

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) კონგრესს უმასპინძლეს. კონგრესის დღის წესრიგი 14 საკითხისგან შედგებოდა. მათ შორის მეორე საკითხად წარმოდგენილი იყოს ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან გაცნობა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დელეგატებს ბათუმი-2019-ის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო. ამასთან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისადმი გამოხატული ნდობისთვის ევროპის ხელმძღვანელ ფედერაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ევროპის ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
ბათუმში გაწეული სამუშაოები უმაღლეს დონეზე შეაფასა EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ. ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, შთაბეჭდილებები საუკეთესოა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო გასწია ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ.
„დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო დღეები გველის. მადლობა საქართველოს“,- განაცხადა ანტონიო ურსომ.
კონგრესის დელეგატები ასევე გაეცვნენ წლეულს ჩასატარებელ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისთვის მასპინძელი ქალაქების სამზადისს. ვრცლად იყო წარმოდგენილი 2020 წლის მოსკოვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა.
კონგრესის დასასრულს, EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ძალოსნობის ინვენტარის უმსხვილეს მომწოდებელ შვედური ELEIKO-ს ჯგუფის წარმომადგენელს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა. თავის მხრივ „ელეიკოსგან“ სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ანტონიო ურსომ და კახი კახიაშვილმაც.
კონგრესის დელეგატებმა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის დაარსებიდან 50 წლის იუბილე სასტუმრო „ჰილტონის“ „რუსთაველის“ დარბაზში ჯგუფური ფოტოს გადაღებით აღნიშნეს.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი