მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძე უზბეკეთში თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

შოთა არველაძე უზბეკეთში თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

ტაშკენტის “ფახთაქორის” ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა მარტის თვეში 4 შეხვედრა ჩაატარა და არცერთი მატჩი არ წააგო. “ფახთაქორმა” უზბეკეთის ჩემპიონატში ორი ბრძოლა მოიგო. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 შეხვედრაში წარმატებით მოიპოვა. ერთხელ კი ორთაბრძოლა ფრედ დაასრულა.

შოთა არველაძის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონატში განვლილი 3 ტურის შემდეგ 9 ქულით წაუგებლად ლიდერობს.  აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 მოგებითა და 2 ფრით ჯგუფის სათავეში იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი