მთავარი მთავარი ძალიან სამწუხარო ამბავი – გურამ გოგიჩაშვილის მამა ავარიაში დაიღუპა

ძალიან სამწუხარო ამბავი – გურამ გოგიჩაშვილის მამა ავარიაში დაიღუპა

ავტორი კახა მიხანაშვილი
977 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის გურამ გოგიჩაშვილის მამა  გორის მაგისტრალზე მომხდარ ავარიაში დაიღუპა.

უფროსი  გურამ გოგიჩაშვილი სოფელ ოსიაურში ცხოვრობდა.  ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია.

გავცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი ბენზინმზიდს გამთენიისას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის სავალი გზიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.   სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.  ინციდენტის შედეგად წარმოქმნილ ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

მომხდარის გამო სამართალდამცველებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.  რის გამოც ავტომობილები სმოვლითი გზით გადადგილდებოდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან  დაკავშირებით  გამოძიება უკვე დაწყო.

მორაგბე გურამ გოგიჩაშვილი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.  ეროვნული გუნდის ბურჯი ტოპ 14-ის გუნდ “რასინგ 92”-ში თამაშობს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი