მთავარი ჭიდაობათავისუფალი ევროპირველობიდან 6 მედლით, თუმცა ოქროს გარეშე

ევროპირველობიდან 6 მედლით, თუმცა ოქროს გარეშე

34 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს გარეშე, თუმცა 6 მედლით დაასრულა გამოსვლა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. ამ მაჩვენებლით კი გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა ჯამში 104 ქულას მოუყარეს თავი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ვიცეჩემპიონები ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს ძმები ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები (74 და 79 კგ), ირაკლი მწითური (92კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) დაეუფლნენ.

ერთი შეხედვით 10 წონიდან 6 მედალი ურიგო გამოსვლა არაა, მაგრამ არ იყო უმთავრესი – ოქროს მედალი… ისევე როგორც შარშან.

და ვერც ნაკრების მომზადებაზე ვიტყოდით რაიმე საქებარს.

კვლავაც მიუღწეველი დარჩა ბექა ლომთაძესთვის ევროპირველობის ოქრო. მესამე ფინალი და მესამე მარცხი… არადა იქამდე გზა ერთი ამოსუნთქვით განვლო და თანაც ქულაგაუშველბლად. მაკედონიელ სეჯფულაუს და შვეიცარიელ ვოკს 20 უპასუხო ქულა აართვა და ორთავეჯერ წმინდა გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

ფინალის დასაწყისიც დიდებული გამოუვიდა – ჯერ იყოდა შესანიშნავი ამოსულით 4 ქულიანზე დააგდო მეტოქე, მერე კი ორჯერ ჩაიყვანა მეტოქე პარტერში და 8:0 გაიჭრა წინ.

ამის მერე კი ქუთაისელი ფალავნის ბედი უკუღმა დატრიალდა, რაშიც ლომის წილი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ დაიდო. შესვენებაზე ჩვენებური მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით გავიდა, მეორე სამწუთეული კი საერთოდაც 2:9 დათმო და საბოლოოდ 11:17 სომეხი არსენ ჰარუთინიანის სასარგებლოდ.

შარშანდელის მსგავსად მძიმე წონის ფინალში კვლავაც გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის ჯახი ვიხილეთ.

შარშანდელის მსგავსად სამწუხაროდ საბოლოო შედეგი კვლავაც იგივე დადგა – ოქროს მედალი თურქს დარჩა.

ტაჰამ ამჯერადაც გვაჯობა ტაქტიკურ ბრძოლაში. ჩვენებურუს ფეხში შესვლის ყველა მცდელობა დაუბლოკა, თავად კი მეტწილად სისწრაფის ხარჯზე ორჯერ ჩაიყვანა პარტერში, აქედან ერთხელ კი დაატრიალა კიდეც. საბოლოოდ 7:0 და თურქმა ფალავანმა მეშვიდედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ გენო ტრავმების ფონზე ასპარეზობდა – ნეკნი და მუხლი აწუხებდა.

ძმები კენჭაძეებისთვის ეს პირველი მედლები იყო ევროსარბიელზე. ამბროლაურელმა ფალავნებისთვის ეს უკვე მეორე ერთობლივი წარმატებაა, შარშან ისინი 23-წლამდელებში გახდნენ პლანეტის უძლიერესები. ნიკა კენჭაძემ დამამშვიდებელში გერმანელი ფრანკო მარიო ბუტნერი დაამარცხა 7:2, ბრინჯაოსთვის კი ბელარუს ანდრეი კარპაჩსაც აჯობა 7:1. რაც შეეხება ავთანდილ კენჭაძეს, რომელიც მსოფლიოს ვიცეჩემპიონიცაა უკვე დიდებში, ჯერ ესტონელ აიმარ ანდრუსეს 12:3 სძლია, მერე კი უკრაინელი ვასილი მიხაილოვი 12:1 დაჯაბნა ვადაზე ადრე.

მიჯრით მეხუთედ შეძლო ევროსარბიელზე მედლის მოპოება ელიზბარ ოდიკაძემ. იგი პირდაპირ ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა და მოლდოველი ნიკოლაი ცებანი 3:0 დაჯაბნა.

ირაკლი მწითურმა დაძაბულ პაექრობაში 3:3-ზე მოუგო მაგომედ ყურბანოვს. 12 წამიღა რჩეოდა შეხვედრის დასრულებამდე როცა ჩვენებურმა რუსების დაღესტანელი ათლეტი ორქულიანზე ჩაიყვანა.

ბუქარესტში ჩვენი ყველაზე მწარე მარცხიხინჩეგაშვილისა და იაკობიშვილის წაგება გახლდათ. ლადოს რუსთა ტუვინ ნაჩინ კუულარმ აჯობა მერვეედფინალიში, ზურას კი პირველივე წრეში პოლონელთა დაღესტნელ ფალავანტან მაგომედმურად გაჯიევთან მოუწია დაჭიდება და 0:7 დამარცხა. ჩვენდა სამწუხაროდ ვერც რუსმა და ვერც პოლონელმა ფინალს ვერ უწის და ჩვენებურებმაც ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

ოთარ გოგავამ პირველივე შეხვედრა დათმო ბულგარელ ვანგელოვთან, სანდრო ამინაშვილმა კი სანმარინოელი მილეს ამინეს ბარიერი ვერ დაძლია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი