მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაეუფლებას ზედიზედ მეოთხედ შეეცდება

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაეუფლებას ზედიზედ მეოთხედ შეეცდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
266 ნახვა

დღეს, მთელი საქართველოს ყურადღება მიმართული ზღვისპირა ქალაქ ბათუმისკენ იქნება.  ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი გულშემატკივარის წინაშე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე წარდგება.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი  კონტინენტის პირველობზე  ჩემპიონის ტიტულის დაეუფლებას ზედიზედ მეოთხედ შეეცდება.  ამასთან ერთად სამივე დისციპლინაში ევროპის რეკორდებსაც შეუტევს.

მძიმე წონაში ტალახაძეს გვერდს ოლიმპიური მედალოსანი ირაკლი თურმანიძე დაუმშვენებს. თურმანიძე ევროპის ჩემპიონი ერთხელ 2015 წელს თბილისში ჩატარებულ ევროპირველობაზე გახდა.

ირაკლი თურმანიძის და ლაშა ტალახაძის გამოსვლები  17:23 საათიდან დაიწყება.

მანამდე ბათუმის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფში ირაკლი ჩხეიძე დაიცავს.  იგი ფიცარნაგზე დილის 08:53 საათიდან გამოვა.

ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგვთავაზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი