მთავარი მსოფლიოიტალია “იუვენტუსის” ჩემპიონობა გადაიდო

“იუვენტუსის” ჩემპიონობა გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
82 ნახვა

იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” ვერონაში “კიევო” 3-1 დაამარცხა და “იუვენტუსის” გაჩემპიონება მომავლისთვის გადადო.

შეხვედრაში დუბლი კალიდუ კულიბალიმ შეასრულა.   გოლები სენეგალელმა ნახევარმცველმა მე-15 და 81-ე წუთებზე გაიტანა.  აფრიკელი ფეხბურთელის გარდა ნეაპოლური გუნდიდან არკადიუშ მილიკმაც იხეირა. 0-3 ანგარიშის შემდეგ მატჩიოს მიწურულს ე.წ. პრესტიჟის გოლი “მფრინავი ვირების” სლოვენიელმა ფეხბურთელმა ბოსტიან სესარმა გაიტანა.

საბოლოოდ “ნაპოლმა”  3-1 მოიგო და ლიდერ  “იუვენტუსთან”  ჩამორჩენა 17 ქულამდე შეამცირა.  სერია ა-ს დასრულებამდე 8 ტურის ადრე “იუვენტუსს” 84 ქულა აქვს, ხოლო ნეაპოლურ გუნდს 67 ქულა გააჩნია.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მილანის “ინტერმა” დიდი ნაბიჯი გადადგა.  “ნერაძურიმ” სტუმრად “ფროსინონეს” 3-1 სძლია.

მილანელთაგან გოლები ბელგიელმა რაჯა ნაინგოლანმა, ხორვატმა ივან პერისიჩმა პენალტით და ურუგგვაელმა მატიას ვეჩინომ გაიტანეს.

“ინტერმა” ამ გამარრჯვების შემდეგ თავი  60 ქულად მოუყარა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.  მათ უკან თანაქალაქელი “მილანი” 55 ქულით, დედაქალაქური “რომა” 54 ქულით და ბერგამოს “ატალანტა” 52 არიან.

“ტორინო” 1:1 “კალიარი”
52′ ძაძა (1-0), 78′ პავოლეტი (1-1)
გაძევება: 73′ ძაძა (“ტორინო”) – 82′ პელეგრინი, 90+5′ ბარელა (ორივე “კალიარი”)

“ფიორენტინა” 0:0 “ბოლონია”

“სამპდორია” 2:0 “ჯენოა”
3′ დეფრელი (1-0), 53′ კვალიარელა (2-0),
გაძევება: 51′ ბირაჩი (“ჯენოა”)

“სასუოლო” 0:0 “პარმა”

“კიევო” 1:3 “ნაპოლი”
15′ კულიბალი (0-1), 64′ მილიკი (0-2), 81’კულიბალი (0-3), 90′ სესარი (1-3)

“ფროსინონე” 1:3 “ინტერი”
19′ ნაინგოლანი (0-1), 37′ პერისიჩი (0-1), 61′ კასატა (1-2), 90+3′ ვეჩინო (1-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი