მთავარი მთავარი ლევან შენგელიას პოკერით თბილისის “დინამო” დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში გავიდა

ლევან შენგელიას პოკერით თბილისის “დინამო” დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე თბილისის “დინამომ” სენაკის “ეგრისი” 4-1 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.

შეხვედრა ბრწყინვალედ “დინამოს” ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ჩაატარა. მან “ეგრისის” კარში 4 გოლი გაიტანა.

შენგელიამ ანგარიში ორთაბრძოლის დასაწყისში მე-11 წუთზე გახსნა.

მეორე ტაიმში კი 10-წუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ აიღო.

ლევან შენგელიამ მეგრულ გუნდს გოლები 66-ე, 69-ე და 76-ე წუთებზე გაუტანა და პოკერის შესრულება მოახერხა.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია, “სამტრედიას” გამარჯვება.  ქვედა ლიგაში მყოფმა იმერულმა კლუბმა გორის “დილას” უხვგოლიან ბრძოლაში 3-2 მოუგო.

დღეს, 1/16 ფინალის ცენტრალური მატჩი თბილისის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის 20:00 საათზე დაიწყება.

ეგრისი” (სენაკი) 1:4 “დინამო” (თბილისი)
11′ 66′ 69′ 76′ შენგელია (0-1, 0-2, 0-3, 0-4), 88′ კობალია პენ. (1-4)

გარეჯი” (საგარეჯო) 2:
0 “ჩიხურა 2” (საჩხერე)
52′ ბექაური (1-0), 58′ ჯოხაძე (2-0)

იბერია” 2010 (თბილისი) 0:2 “მერანი” (მარტვილი)
43′ ბიბლიაშვილი (0-1), 67′ საღირიშვილი (0-2)

ლეგიონი” (გორი) 1:2 “თბილისი სიტი”
33′ პავლიაშვილი.ა.გ. (0-1), 56′ გოგატიშვილი (0-2), 88′ ქარელი (1-2)

სამტრედია” 3:2 “დილა” (გორი)
20′ ფორტესი (0-1), 45+3′ 46′ სამუშია (1-1, 2-1), 50′ ფორტესი (2-2), 79′ კილასონია (3-2)
გაძევება: 61′ ახალაძე (სამტრედია)

შევარდენი” (თბილისი) 1:2 “სიონი” (ბოლნისი)
58′ მაქაცარია (0-1), 74′ ივანიაძე (1-1), 90+3′ თარგამაძე (1-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი