მთავარი სხვა_კრივი თბილისში დავით კვაჭაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა

თბილისში დავით კვაჭაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა

64 ნახვა

თბილისში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე დღეს ლეგენდარული ქართველი მოკრივის, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი.

აღნიშნული შეჯიბრება, რომელიც “ბ” კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, წლეულს უკვე მესამედ ტარდება და ამჯერად მასში მონაწილეობის სურვილი 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეებმა გამოთქვეს.

ტურნირი 4 დღეს გასტანს.

დღეს გახსნის ცერემონია და პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა. ჩემპიონ-პრიზიორები კი 18 და 20 აპრილს გამოვლინდებიან. ნახევარიფინალური და ფინალური ორთაბრძლები სწორედ ამ რიცხვებშია ჩანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი