მთავარი მსოფლიოესპანეთი “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

“ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
112 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც კატალონიის უმშვენიერეს “ნოუ კამპის”სტადიონზე ჩატარდა”ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 3-0 გაანადგურა და 1/2 ფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა.

მატჩის გმირი არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. მესიმ ორი გოლი საწყის 20 წუთში გაიტანა.

“ბარსელონას” ლიდერმა პირველად მეტოქის კარი მე-16 წუთზე აიღო. მან ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო. გზად გვერდი რამდენიმე მანჩესტერელ ფეხბურთელს აუარა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მე-20 წუთზე მესის დარტყმისას “წითელი ეშმაკების” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა.  მას თითქმის აღებული ბურთი იღლიაში გაუძვრა.

61-ე წუთზე ბრაზილიელმა კოუტინიომ ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი დე ხეას კარის ცხრიანში ჩაეშვა.

საბოლოოდ “ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში 4-0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მშვიდად გავიდა.

კატალონიური გრანდი 1/2 ფინალურ ეტაპზე “პორტუ” “ლივერპულის” წყვილში გამარჯვებულს შეერკინება.

ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

” ბარსელონა” (ესპანეთი) 3:0 “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
16′ 20′ მესი (1-0, 2-0), 61′ კოუტინიო (3-0)

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, რობერტო (61′ სემედო), პიკე, ლენგლე, ალბა, რაკიტიჩი, არტური (75′ ვიდალი), ბუსკეტსი, მესი, კოუტინიო (81’დემბელე), სუარესი

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ჯონსი, ლინდეროფი, სმოლინგი, იონგი, მაკტომინაი, ფრედი, პოგბა, ლინგარდი (80′ ა.სანჩესი), რაშფორდი (73′ ლუკაკუ), მარსიალი (65′ დალოტი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი