მთავარი მსოფლიოინგლისი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასასვლელად ხოსეპ გვარდიოლა “სიტი” და ჰარი კეინის გარეშე დარჩენილი “ტოტენჰემი” იბრძოლებენ

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასასვლელად ხოსეპ გვარდიოლა “სიტი” და ჰარი კეინის გარეშე დარჩენილი “ტოტენჰემი” იბრძოლებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალური სერიის განმეორებითი  შეხვედრა გაიმართება.  ინგლისურ დერბიში ერთმანეთის პირისპირ “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ტოტენჰემი” წარსდგებიან.

ამ გუნდების პირველი ბრძოლა “ტოტენჰემმა” მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.

მანჩესტერის “ეტიჰად სტედიუმზე” გასამართ ორთაბრძოლაში “ქალაქელები” ტრავმების გამო მეკარე კლაუდიო ბრავოს და ოლექსანდრ ზინჩენკოს მოისაკლისებენ.  არცერთი ეს ფეხბურთელი გუნდის ძირითადის მოთამაშე არ გახლავთ.

“ტოტენჰემი”  მანჩესტერელებთან შეხვედრას გაცილებით დიდი დანაკლისით ხვდება.  ამ გუნდების წინა დაპირისპირაში ტრავმა “მამლების” ლიდერმა ჰარი კეინმა მიიღო. მას უქმობა სეზონის ბოლომდე მოუწევს.  კეინის გარდა დედაქალაქური გუნდის ლაზარეთში კოტდიუვარელი სერჟე აურიე,  ჰოლანდიელი ვისენტ იანსენი,  ინგლისელი ფეხბურთელები ერიკ დაიერი და ჰარი ვინკსი იმყოფებიან.  საეჭვოა, ასევე დელე ალისა და ერიკ ლამელას თამაშიც.

გუნდები ბრძოლას კარგი განწყობით ხვდებიან.  “სიტიმ” პრემიერლიგის ბოლო მატჩში “კრისტალ პალასი” 3-1 დაამარცხა და სატურნირი ცხრილში 83 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.  იმ შეხვედრაში დუბლი რაჰემ სტერლინგმა შაესრულა. ერთი გოლი კი ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა.

მოიგო ასევე ლონდონის “ტოტენჰემმა”.  “მამლებმა”  შინ, “ჰადერსფილდი” 4-0 გაანადგურეს.  მატჩში ჰეთთრიკით ბრაზილიელი ლუკასი გამოირჩა. ერთი გოლი კი კენიელი ვიქტორ ვანიამას ანგარიშზეა.  “ტოტენჰემი” პრემიერლიგაში 67 ქულით მე-3 პოზიაციაზეა.

„სიტი“ და „ტოტენჰემი“ აქამდე ერთმანეთს ჯამში 157-ჯერ დაუპირისპირდნენ.  აქედან “ქალაქელებმა” 61 შეხვედრა მოიგეს და ამდენივე ორთაბრძოლა წააგეს.  ფრე კი 35 შემთხვევაში დაფიქსირდა.

ევროთასების ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ მეორედ არიან.  მათ შორის პირველი საევროპო ჯახი გასულ კვირას ლონდონში შედგა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ჩემპიონთა ლიგა

1/4 ფინალი

მანჩესტერი, “ეტიჰად სტედიუმი”

„მანჩესტერ სიტი“: „ტოტენჰემი“

„მანჩესტერ სიტი“: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი

„ტოტენჰემი“: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვანიამა, ერიკსენი, ლუკას მოურა, სონი, ლორენტე

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი