მთავარი მსოფლიოინგლისი ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე – “ლივერპული” “პორტუს” წინააღმდეგ დაირაზმა

ერთი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე – “ლივერპული” “პორტუს” წინააღმდეგ დაირაზმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური “ლივერპული” ერთი კვირის წინ დაწყებული საქმის კეთილად დამთავრებას და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

გასული წლის ფინალისტი პორტუგალიაში “პორტუსთან” მატჩში  შინ,  მოპოვებული  2-0 ანგარიშის შენარჩუნებას შეეცდება.

“დრაგაოს” სტადიონზე გასამართ ორთაბრძოლაში “პორტუს”  ტრავმის გამო კამერუნელი ფეხბურთელი ვინსენტ აბუბაქარი დააკლდება.  საეჭვოა, ასევე მექსიკელი ხესუს მანუელ კორონას, ბრაზილიელი ფაბიანოსა და ჩადელი ფეხბურთელის მარიუსის თამაშიც.

“ლივერპელს” კი ლაზარეთში ხორვატი დეიან ლოვრენი და ალექს ოქსეი-ჩემბერლენი ჰყავს.  ტრავმა აწუხებს ადამ ლალანასაც და მისი პორტუგალიაში თამაშიც საეჭვოა.

“ბიტლომანთა ქალაქის”  გუნდი მოახლოვებულ მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდება.  “წითლებმა” ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში ლონდონის “ჩელსი” სენეგალელი სადიო მანესა და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის გოლებით 2-0 დაამარცხეს.   “ლივერპული” ინგლისის ჩემპიონატში 85 ქულით ლიდერობს.

“პორტუმ” პორტუგალიის ჩემპიონატში “პორტიმორენსეს” 3-0 სძლია და საჩემპიონთალიგოდ კარგი განწყობა შეიქმნა.  იმ მატჩში გოლები ალჟირელმა იასინე ბრაჰიმმა, მალელმა მუსა მარეგამ და მექსიკელმა ექტორ ერერამ გაიტანეს.  “პორტუს” “ბენფიკასთან” ერთად 72-72 ქულა აქვს და პრიმერა ლიგაში პირველ მეორე ადგილებს იყოფს.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 7-ჯერ არიან შეხვედრილები.   “პორტუს” “ლივერპული” არასდროს დაუმარცხებია.  განვლილი 7 ორთაბრძოლიდან 4 ინგლისურმა კლუბმა მოიგო. 3 ბრძოლა კი ფრედ დასრულდა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

ჩემპიონთა ლიგა

1/4 ფინალი

პორტუ, “დრაგაო”

“პორტუ” (პორტუგალია)  :  “ლივერპული” (ინგლისი)

„პორტუ“: კასილიასი, მილიტაო, პეპე, ფელიპე, ალექს ტელეში, დანილო, ერერა, ოტავიო, ბრაჰიმი, სოარეში, მარეგა

„ლივერპული“: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, კეიტა, მილნერი, სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: დანი მაკეილე (ჰოლანდია)

მატჩი თბილისის დროით სტარტს 23:00 საათზე აირება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი