მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის ფლეი-ოფის სერია მარცხით დაიწყო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის ფლეი-ოფის სერია მარცხით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
57 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგაში ფლეი-ოფის მატჩები დაიწყო.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”  1/4 ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გასვლაზე მოსკოვში “ცსკასთან” ჩაატარა და სოლიდური ანგარიშით 68-96 დამარცხდა.

ესპანურმა კლუბმა მრისხანე მეტოქეს მხოლოდ პირველი პერიოდი მოუგო.  დანარჩენი დრო კი რუსი “არმიელების” უპირატესობით წარიმართა და ორთაბრძოლაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბირთელმა თორნიკე შენგელიამ 18:54 წუთი ითამაშა.  ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა გუნდს 16:49 წუთში 5 ქულით,  2 მოხსნით, 1 პასით და 1 დაფარებით შეეწია.

მატჩში ყვეკაზე მეტი 19 ქულა “ცსკას”  ესპანელმა  კალათბურთელმა 33 წლის ვეტერანმა სერხიო როდრიგესმა დააგროვა.  რუსული კლუბიდან ასევე  12 ქულით ამერიკელი კორი ჰიგინსი გამოირჩა.  11 ქულას თავი ფრანგმა ნანდო დე კოლომ მოუყარა.  10-10 ქულა ნიკიტა ყურბანოვმა და ამერიკელმა უილ კლაიბურნმა დააგროვეს.

“ბასკონიადან” ყველაზე მეტი ქულა გუნდს დანიელმა შავონ შილდსმა მოუტანა. 12-12 ქულის მოგროვება ფრანგმა ვინსენტ პორიემ და ამერიკელმა დარუნ ჰილიარდმა მოახერხეს.

“ცსკასა” და “ბასკონიას” შორის ფლეი-ოფის მეორე დაპირისპირება 18 აპრილს, ისევ მოსკოვში შედგება.

1/4 ფინალური სერია 3 გამარჯვებამდე გრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი