მთავარი სხვა_კრივი ჯოშუა ახალი მეტოქის ძიებაშია

ჯოშუა ახალი მეტოქის ძიებაშია

19 ნახვა

ამა წლის 1 ივნისს მედისონ სქვერ გარდენს მძიმე წონაში ასოციაციის, ფედერაციის და ორგანიზაციის ვერსიებით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დიდი ბრიტანეთიდან ენტონის ჯოშუასა და მისი თანამემამულის ჯარელ მილერის 12 რაუნდიანი გარჩევისთვის უნდა ემასპინძლა.

წინასაორთაბრძოლო პერიპეტიები ისეთი, ბევრი რომ ინატრებდა.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მილერმა გემრიელადაც კი უჯიკა ჯოშუას, თან ჟურნალისტებთან გაიძახოდა ხშირად უნდა შეამოწმონ ეგ ბიჭი დოპინგზე, ვეჟვობ არაკეთილსინდისეირად იქცევაო.

მაგრამ ბედის ირონიაა… დოპინგზე თავად მილერი ჩავარდა. მის სისხლში ენდურობოლი აღმოჩნდა. აღნიშნული პრეპარატი გამძლეობას აუმჯობესებს და ხელს უწყობს ამტანობის ზრდას ფიზიკური დატვირთვების დროს.

ამაზე ნიუ-იორკის ათლეტური კომისიის ვერდიქტი ძალიან მკაცრი იყო – მილერს მოკრივის ლიცენზია შეუჩერეს.

შედეგად ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი