მთავარი მთავარი რაფაელ ნადალი მონტე კარლოს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა

რაფაელ ნადალი მონტე კარლოს ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის 1/8 ფინალში ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი რაფელ ნადალი იასპარეზებს.

ნადალმა 1/16 ფინალში თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იოლად 2-სეტში დაამარცხა.

პირინეელი ჩოგბურთელების დაპირისპირება 1 საათი და 17 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ ფავორიტის გამარჯვებით 6-1, 6-1 დასრულდა.

რაფაელ ნადალი 1/8 ფინალში ATP-ს რეიტინგის 28-ე ჩოგან ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს შეხვდება.  აღნიშნული ორთაბრძოლა 18 აპრილს, შედგება.

1/8 ფინალური წყვილები ასეთია:
რაფაელ ნადალი (ესპანეთი) :  გრიგორი დიმიტროვი (ბულგარეთი)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : ტეილორ ჰერი პრაიტსი (აშშ)
დანილ მედვედევი (რუსეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
დომინიკ ტიმი (ავსტრია) : დუსან ლაიოვიჩი (სერბეთი)
კამერონ ნორიე (დიდი ბრიტანეთი) : ლორენცო სონეგა (იტალია)
პიერ-ჰუგეს ჰერბერტი (საფრანგეთი) : ბორნა ჩორიჩი (ხორვატი)
ფაბიო ფონინი (იტალია) : ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
გუედო პელა (არგენტინა) : მარკო ჩეჩინატო (იტალია)

მონტე კარლოს ტურნირზე 1/8 ფინალური ბრძოლები 18 აპრილს, გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი