მთავარი მთავარი ევროპული თამაშებისთვის შემადგენლობა დასახელდა

ევროპული თამაშებისთვის შემადგენლობა დასახელდა

168 ნახვა

ევროპული თამაშების ესტაფეტა ბაქოსგან მინსკმა გადაიბარა. ამ შეჯირბებას აზერბაიჯანის დედაქალაქმა 4 წლის წინათ უმასპინძლა და იქ ჩვენმა ფალავნებმა 5 მედალს – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოუყარეს თავი და გუნდურში მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩნენ.

წლეულს კი უკეთესის იმედი გვაქვს.

ნაკრების თავკაცმა ნორდარ მეტრეველმა უკვე გამოაცხადა მინსკში წასაყვანი შემადგენლობა. მართალია ტურნირამდე კიდევ 2 თვეა (22-25 ივნისსაა ჩანიშნული), თუმცა რეგისტრაციის ვადა 13-ში ამოიწურა.

ევროპულ თამაშებზე, რომელიც წინას მსგავსად ახლა ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, ორ-ორი მონაწილე 60 და 66 კილოგრამებში გვეყოლება. სრული განაცხადი კი შემდეგნაირია:

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი (ორთავე 60), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი და ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი (ორთავე 66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე (-81), ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (-90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) და ევროპისა და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100).

რაც შეეხებათ გოგონებს, იქ ჩვენები პირდაპირ სალიცენზიო ზონაში ვერ მოხვდნენ. მიუხედავად ამისა არის შანსი ქალთა ფრთაზეც გვყვავდეს წარმომადგენელი, ოღონდ ეს დამოკიდებულია იმაზე სხვა ქვეყნები რომელ წონებს გააორებენ.

ასევე არაა გამორიცხული, გარკვეული კვოტა ეგრეთ წოდებული ველური ბარათითაც მოგვცენ.

ეს შერჩეული ცხრეული ევროპულ თამაშებამდე სხვა ტურნირებზე აღარ გამოვა და მთლიან დროს შეკრებებს დაუთმობს. აპრილის ბოლოსთვის გუნდი იაპონიაში გაფრინდება2 კვირით, შემდეგ კორეაში გადაინაცვლებს ასევე 2 კვირით, მზადების ბოლო ეტაპის კი შინაურ კედლებში გაივლის.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი