მთავარი სხვა_კრივი შექებაზე მეტი საყვედური

შექებაზე მეტი საყვედური

23 ნახვა

უკვე ოცდამეთხუთმეტედ ჩამოვიდა რინგიდან მოგებული წარმოშობით ნებრასკელი ტერენს კროუფორდი და ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიის კუთვნილი ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მიჯრით მეორედ დაიცვა. თითქოს შესაშური შედეგიაო და მართლაც ასეა, მაგრამ ამერიკელს ამ ბრძოლამ შექებაზე მეტი საყვედური მოუტანა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კროუფორდმა მეექვსე რაუნდში წელს ქვემოთ მიაყენა დატყმა მეტოქეს, რაც კრივის წესებით დაუშვებელია. შედეგად ხანის სამწვრთნელო შტაბმა შეხვედრა შეაჩერა.

გადაჭრით ვერავინ იტყვის ეს ინციდენტი რომ არა ხანი ამერიკელის წაგებები გრაფაში ერთიანის ჩაწერას შეძლებდაო.

სხვა თუ არაფერი ტერენს უკვე მოსწრებული ქონდა მისი ნოკდაუნდით “დაასაჩუქრება” პირველივე რაუნდში. მართალია მას მერე ბრძოლა მეტქილად გარდამავალი უპირატესიბით გაგრძელდა, მაგრამ რამდენად გაუძლებდა ბრიტანელის “შუშის ყბა” ამერიკელის იდეალურ კონტრდარტყმებს კიდევ ექვსი სამწუთეული ეს უკვე ცალკე საკითხია.

ასეა თუ ისე კრივის ქომაგებს ცოტა იმედები გაგვიცრუვდა. ის ვერ მივიღეთ რასაც ველოდით.

ვერც კროუფორდმა იზეიმა მისი შესაფერი გამარჯვება, თუმცა ისტორია ციფრებს და ტიტულს იმახსოვრებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი