მთავარი მთავარი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების შესახებ ფილმს იღებენ

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების შესახებ ფილმს იღებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
60 ნახვა

თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შეხვედრა” (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო.  ფილმი დოკუმენტური ჟანრის იქნება  და 4 ლეგენდარული ქართველი  მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა იოსელიანის და ნანა ალექსანდრიას ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმის რეჟისორი  ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი  ანა ხაზარაძე იქნება.    დოკუმენტური ფილმის გადაღებაში მონაწილეობას საერთაშორისო  ქართული საპროდიუსერო კომპანია  ,,1991 Productions”,   ავსტიული კომპანიები ,,berg hammer film” და ,,Amour Fou Vienna”, ასევე სერბული კომპანია ,,Playground Produkcija ” მიიღებს.

ფილმის გადაღებები 13 აპრილს, საბერძნეთის კუნძულ  როდოსზე დაიწყო.  მაისის ბოლომდე კი  წარმოების პროცესი თბილისსა და ვენაში გაგრძელდება.
ფილმის დასრულება 2019 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

წყარო: GNFC – Georgian National Film Center

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი