მთავარი მსოფლიოNBA იგორ კოკოშკოვი “ფენიქს სანსიდან” გაანთავისუფლეს

იგორ კოკოშკოვი “ფენიქს სანსიდან” გაანთავისუფლეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი წვრთნელი იგორ კოკოშკოვი NBA-ს კლუბ “ფენიქს სანსიდან” გაანთავისუფლეს.  სერბის სპეციალისტი გუნდში 2018–2019 წლებში მუშაობდა.

კოკოშკოვის ხელმძღვანელობით  არიზონულმა  კლუბმა  ერთი სეზონის განმავლობაში  19 მატჩი მოიგო და 63 შეხვედრაში დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვი  საქართველოს ნაკრებში 2008-2015 წლებში მუშაობდა.

სერბმა  სპეციალისტმა საკლუბო კარიერა  21 წლის ასაკში “ოკკ ბელგრადში” დაიწყო.  იგი ამ გუნდში ჯერ ახალზრდების თავკაცი იყო. მერე ასისიტენტად მუშაობდა. ბოლოს კი მთავარი მწრთნელი გახდა.  1996 წლიდან მოყოლებული დღემდე კი კოკოშკოვი ბელგრადის “პარტიზანში” (ახალგაზრდული გუნდი),  ამერიკული კოლეჯის გუნდ “მისურში”, NBA-ს კლუბებში  “ლოსანჯელეს კლიპერსში” (ასისტენტი), “დეტროიტ პისტონში” (ასისტენტი),  “ფენიქს სანსში”, “კლივლენდ კავალიერსში”, “ორლანდო მეჯიკში” და “იუტა ჯაზში” მოღვაწეობდა.

2004–2005 წლებში  სერბეთი&მონტენეგროს ნაკრების მთავარი წვრთნელი იყო.

იგორ კოკოშკოვის  კარიერაში ყველაზე დიდი 2017 წელს სლოვენის თავკაცის რანგში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული გახლავთ. სერბი ამ ბაკლკანურ ნაკრებს 2016-2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი