მთავარი ინტერვიუ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ აზიურ დერბიში გაიმარჯვა – შტუტგარტის ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ აზიურ დერბიში გაიმარჯვა – შტუტგარტის ტურნირზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე
1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იაპონელმა  ნაომი ოსაკამ აზიურ დაპირისპირებაში ტაივანელი სუ-ჰეი სჰიე დაამარცხა.

აზიელი ჩოგბურთელების ორთაბრძოლამ 1 საათი და 26 წუთი გასტანა.

საბოლოოდ ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა მეტოქეს 2-სეტში 6-4, 6-3 სძლია.

1/4 ფინალში ნაომი ოსაკას მოწინააღნდეგე WTA-ს რეიტინგის 25-ე ჩოგანი ხორვატი დონა ვეკიჩი იქნება.
ბალკანელმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალური ბარიერი რუს დარია კასატკინასთან გამარჯვების შემდეგ გადალახა.

ვეკიჩმა კასატკინას 2-სეტში 6-1, 7-5 მოუგო.

შტუტფარტის ტურნირის 1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

ნაომი ოსაკა (იაპონია) : დონა ვეკიჩი (ხორვატია)
ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი) : ანეტ კონტავეიტი (ესტონეთი)
ანასტასია სევასტოვა (ლატვია) : პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)
კიკი ბერტენსი (ჰოლანდია) : ანჟელიკ კერბერი (გერმანია)

ტურნირზე 1/4 ფინალური ორთაბრძოლები 26 აპრილს, გაიმართება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი