მთავარი მსოფლიოგერმანია “ბაიერნმა” ქულები დაკარგა – ბუნდესლიგამ ინტრიგა შეინარჩუნა

“ბაიერნმა” ქულები დაკარგა – ბუნდესლიგამ ინტრიგა შეინარჩუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” “ნიურნბერგთან” ქულები დაკარგა.

სტუმრად გამართულ ორთაბრძოლაში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს.

“ნიურნბერგი” 48-ე წუთზე ბრაზილიელმა მატეუს პერეირამ დააწინაურა.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ბავარიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი სერჟ გნაბრიმ გაიტანა.

მატჩის ბოლო, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში “ნიურნბერგს”  მოგება შეეძლო. თუმცა ტიმ ლეიბოლდმა პენალტი ვერ გამოიყენა.

“ბაიერნს” ბუნდესლიგაში 71 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. დორტმუნდის “ბორუსია” “რეკორდმაისტერს”  2 ქულით ჩამორჩება.

აქვე გაეცანით ამ გუნდების დარჩენილი მატჩების განრიგს:
4 მაისი
“ბაიერნი” : “ჰანოვერი”
“ვერდერი” : “დორტმუნდი”

11 მაისი
“ლაიპციგი” : “ბაიერნი”
“დორტმუნდი” : “დიუსელდორფი”

18 მაისი
“ბაიერნი” : “აინტრახტი”
“მიუხენგლადბახი” : “დორტმუნდი”

“ჰოფენჰაიმი”1:4 “ვოლფსბურგი”
9′ ზალაი (1-0), 41′ ვილიამი (1-1), 69′ ჰეგჰორსტი (1-2), 85′ არნოლდი (1-3), 88′ ჰეგჰორსტი (1-4)
15′ კრამარიჩმა პენალტი გააფუჭა ( “ჰოფენჰაიმი”)

“ნიურნბერგი” 1:1 “ბაიერნი”
48′ პერეირა (1-0), 75′ გნაბრი (1-1)
90+1′ ლეიბოლდმა პენალტი ვერ გამოიყენა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი