მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
187 ნახვა

საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე ATP-ს განახლებული რეიტინგი წარმოადგინა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში პროგრესი განიცადა და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ბასილაშვილი მე-18 ადგილიდან მე-17 პოზიციამდე აღზევდა.

ATP-ს რეიტინგში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.    თითო-თითო ადგილით წინ არგენტინელი ხუან მარტინ დე პოტრო და ამერიკელი ჯონ ისნერი გავიდნენ.   სამხრეთ ამერიკელი ჩოგბურთელი მეცხრედან მე-8 ადგილზეა აღმოჩნდა, ხოლო იანკმა სპორტსმენმა მეათე პოზიციიდან მე-9 საფეხურზე გადაინაცვლა.

ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა 2 ადგილი დაკარგა და ამჯერად მეათე საფეხურზე დამკვიდრდა.

ATP-ს რეიტინგის ოცეული ასეთია:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)  11,160
  2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 7,765
  3. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) 5,770
  4. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 5,590
  5. დომინიკ ტიმი (ავსტრია) 5,085
  6. კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 4,115
  7. კეი ნიშიკორი (იაპონია) 3,780
  8. ხუან მარტინ დელ პოტრო 3,225
  9. ჯონ ისნერი (აშშ) 3,085
  10. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 3,030
  11. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 2,845
  12. ფაბიო ფონინი (იტალია) 2,840
  13. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) 2,685
  14. დანილ მედვედევი (რუსეთი) 2,625
  15. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია)  2,525
  16. მილოშ რაონიჩი (კანადა) 2,050
  17. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) 1,930
  18. გაელ მონფილსი (საფრანგეთი) 1,875
  19. მარკო ჩიჩინატო (იტალია) 1,830
  20. დენის შაპოვალოვი (კანადა) 1,820

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი