მთავარი მთავარი “პორშეს” ტურნირზე წარმატების შედეგი – პეტრა კვიტოვა WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

“პორშეს” ტურნირზე წარმატების შედეგი – პეტრა კვიტოვა WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

მსოფლიოს ჩოგბურთის ასოციაციის ვებგვერდზე WTA-ს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართულ “პორშეს” ტურნირზე წარმატების შემდეგ ჩეხი პეტრა კვიტოვა რეიტინგში დაწინაურდა და ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს პირველ ჩოგან იაპონელ ნაომი ოსაკას ჩამორჩება.

ჩეხი ლამაზმანის დაწინაურება ერთი საფეხურის დაკარგვად მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ჩოგან რუმინელ სიმონა ჰალეპს დაუჯდა.  ჰალეპი მე-2 პოზიციიდან მე-3 ადგილზე დაქვეითდა.

განახლებულ რეიტინგში ადგილები ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ და გერმანელმა ანჯელიკ კერბერმა გაცვალეს. გერმანელი ჩოგბურთელი  მეხუთე საფეხურიდან მეოთხე პოზიციაზე აღზევდა, ხოლო  პლიშკოვა კი პირიქით.

WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეული ასეთია:

1 ნაომი ოსაკა  იაპონია 6,151
2 პეტრა კვიტოვა  ჩეხეთი 6,015
3 სიმონა ჰალეპი  რუმინეთი 5,682
4 ანჟელიკ კერბერი გერმანია 5,220
5 კაროლინა პლიშკოვა ჩეხეთი 5,111
6 ელინა სვიტოლინა უკრაინა 4,921
7 კიკი ბერტენსი  ჰოლანდია 4,765
8 ლოან სტეფენსი აშშ 4,386
9 ეშლი ბარტი  ავსტრალია 4,275
10 არინა საბალენკა ბელარუსი 3,520
11 სერენა უილიამსი აშშ 3,461
12 კაროლინ ვოზნიაცკი  დანია 3,362
13 ანასტასია სვიტოლინა  ლატვია  3,185
14 მედისონ კისი აშშ 3,010
15 ანეტ კონტავეიტი ესტონეთა 2,965
16 ოიანგ ვანგი  ჩინეთი 2,812
17 იულია გორგესი  გერმანია 2,630
18 ელის მერტენსი  ბელგია 2,580
19 ბელინდა ბენჩიჩი  შვეიცარია 2,540
20 გარბინ მუგურუსა  ესპანეთი 2,525
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი