მთავარი მთავარი განახლებული ბანძუკე – ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდა, გაგამარუ დაწინაურდა

განახლებული ბანძუკე – ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდა, გაგამარუ დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
264 ნახვა

პროფესიონალური სუმოს ასოციაციამ მოახლოვებული მაისის ბაშოსთვის განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგ სია გამოაქვეყნა.

ნაცუ ბაშოზე ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე ამჯერად რანგით უფრო დაბალი სეკივაკეს წოდებით იასპარეზებს.  ტოჩინოშინს ოძეკის წოდების დაბრუნების შანსი ამავე ბაშოზეც გააჩნია,  ამისათვის საჭიროა,  ქართველმა ფალავანმა მაისის სუპერტურნირზე მინიმუმ 10 ორთაბრძოლა მოიგოს.

ლევან გორგაძე ტოკიოში ბრძოლებს დასავლეთის სეკივაკეს სტატუსით ჩაატარებს.  აღმოსავლეთის სეკივაკე კი წინა ტურნირის ვიცეჩემპიონი მონღოლი რიკიში იჩინოჯო იქნება. აღსანიშნავია  ის ფაქტი, რომ მონღოლმა ოსაკაში გამართულა ბაშოზე ერთადერთი მარცხი ტოჩინოშინთან განიცადა.

ოძეკის რანგში კი ნაცუ ბაშოზე დებიუტი 22 წლის იაპონელ მებრძოლ ტაკაკეიშოს ექნება.

4-წლიანი პაუზის შემდეგ სანიაკუს გორგაძის თანაგუნდელი, ბულგარელი გოლიათი აოიამა დაბრუნდა.  იგი მომავალ ბაშოზე  აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში გამოვა.  დასავლეთის კომოსუბი კი იაპონელი მიტაკეუმი იქნება.

სანიაკუდან  ვეტერანი მონღოლი ტამავაში და იაპონელი ჰოკუტოფუჯი დაქვეითდნენ.

მაკუუჩიდან ჯურიოს დივიზიონში იკიოი, ჩიონოკუნი, ტოიონოშიმა და იუტაკაიამა გავარდნენ.

ჯურიოდან უმაღლესი დივიზიონში გამოსვლის უფლება ზედიზედ ბოლო ორი ბაშოს ჩემპიონმა შიმანოუმის,  ენჰომ,  ჩიომარუმ და ტოკუშორიუმ მოიპოვეს.

რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში ერთი საფეხურით ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი დაწინაურდა.  გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე რიკიში მაისის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-7 ნომრის სტატუსით  წარსდგება.

ნაცუ ბაშო სტარტს 12 მაისს აიღებს და 26 მაისამდე გაგრძელდება.  სუმოს წლის მესამე სუპერტურნირს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლე უმასპინძლებს.

ტურნირის მონაწილე რიკიშები უკვე იაპონიის დედაქალაქში იმყოფებიან და  ნაცუ ბაშოსთვის მოსამზადებელ სპარინგ-ვარჯიშებს მართავენ.

აქვე იხილეთ მაკუუჩი დივიზიონისა და ჯურიოს ბანძუკეები:

მაკუუჩი დივიზიონი

ქართული სუმოს ქომაგები-ს ფოტო.

ჯურიოს დივიზიონი

ქართული სუმოს ქომაგები-ს ფოტო.

წყარო: ქართული სუმოს ქომაგები

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი