მთავარი მსოფლიოინგლისი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის – “ტოტენჰემი” “რეალისა” და “იუვენტუსის” მძლეველ “აიაქსს” უმასპინძლებს

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის – “ტოტენჰემი” “რეალისა” და “იუვენტუსის” მძლეველ “აიაქსს” უმასპინძლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 1/2 ფინალური ორთაბძოლა შედგება.

დიდი ბრიტანეთის  დედაქალაქ ლონდონში  “ტოტენჰემის” ახალ სტადიონზე   ერთმანეთს ადგილობრივი “ტოტენჰემ ჰოსპური” და ამსტერდამის “აიაქსი” დაუპირისპირდებიან.

ლონდონელები ჰოლანდიური კლუბთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან.  “მამლებს” გუნდის ლიდერი ჰარი კეინი ტრავმის გამო დააკლდება.  ამავე მიზეზით “ტოტენჰემს”  კოტ’ დიუვარელი მცველი სერჟ ორიე ვერ დაეხმარება.

დისკვალიფიკაციის გამო ლონდონელთა რიგებში ვერც სამხრეთ კორეელი ჰეუნგ-მინ სონი ითამაშებს.   ტრავმების გამო კი საეჭვოა, არგენტინელი ერიკ ლამელას და ინგლისელი ჰარი ვინკსის მოედანზე გამოსვლაც.

გაცილებით კარგი სიტუაციია “აიაქსის” რიგებში.  გუნდს მხოლოდ 2 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.  ერთის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.   გადაწყვეტლია, რომ ლონდონურ მატჩში ამსტერდამელებს ბურკი ფასოელი ჰასანე ბანდე და ჰოლანდიელი კარელ ეიტინგი არ ეყოლებათ.  ლაზარეთშია მაროკოელი ფეხბურთელი ნუსაირ მაზრაუიც და  დიდი ალბათობით “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ვერც ეს ფეხბურთელი გამოვა.

“ტოტენჰემმა” პრემიერლიგის ბოლო ტურში ლონდონურ დერბიში “ვესტ ჰემთან” 0-1 წააგო.  მიუხედავად ამისა “მამლებს”  მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ბრწყინვალე შანსი გააჩნიათ.  მათ ინგლისის ჩემპიონატში მე-3 ადგილი უკავიათ და კონკურენტებს “ჩელსის” და “არსენალს” შესაბამისად 2 და 4 ქულით უსწრებენ.  პრემიერლიგის დასრულებამდე კი მხოლოდ 2 ტურია დარჩენილი.

“აიაქსი” ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის იბრძვის.  ამსტერდამელებმა ერედივიზონის ბოლო მატჩში “ვიტესი” 4-2 დაამარცხეს და 80-80 ქულით “პსვ ეინთჰოვენთან” ერთად პირველ- მეორე ადგილებს ინაწილებენ.

“ვიტესთან” მატჩში დუბლი “აიაქსის” სერბმა ფორვარდმა დუშან ტადიჩმა შეასრულა. თითო-თითო გოლი კი მაროკოელმა ფორვარდმა ჰაკიმ ზიეჩმა და  გუნდის კაპიტანმა მატის დე ლიგტმა გაიტანეს.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ 2-ჯერ არიან შეხვედრილები.  ორივე დაპირისპირება 1981 წელს, მაშინდელ უეფას თასზე გაიმართა.   “ტოტენჰემმა” მაშინ “აიაქსს” ორივე შეხვედრა მოუგო.

დღევანდელი  მატჩისთვის გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

ჩემპიონთა ლიგა

1/2 ფინალი

ლონდონი, “ტოტენჰემ ჰოსპური”

“ტოტენჰემი” (ინგლისი) : “აიაქსი” (ჰოლანდია)

„ტოტენჰემი“ : ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი, დაიერი, ვანიამა, ერიკსენი, ალი, ლუკასი, ლორენტე

„აიაქსი“: ონანა, მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო,დე იონგი, შონე, ნერეში, ვან დე ბეეკი, ზიეჩი, ტადიჩი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“ტოტენჰემისა” და “აიაქსის” მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი