მთავარი საქართველოლეგიონერები ლევან ჩილაჩავა ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ლევან ჩილაჩავა ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და “მონპელიეს” ბურჯი ლევან ჩილაჩავა  ტოპ 14-ის  23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი მორაგბე სიმბოლურ გუნდში პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ “ეკიპმა” შეიყვანა.

ლევან ჩილაჩავამ “მონპელიესა” და “გრენობლის”  მატჩში 48-ე წუთზე ლელოს გატანა მოახერხა და გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო.  ქართველი ბურჯი 52-ე წუთზე შეცვალეს.

ჩილაჩავას “მონპელიემ” შეხვედრა 47:12 მოიგო და ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.

27 წლის ქართველი მორაგბე “მონპელიეში” გასულ წელს გადავიდა.  მანამდე კი 7 წლის განმავლობაში 2001 წლიდან 2018 წლამდე “ტულონის” ღირსებას იცავდა.

ლევან ჩილაჩავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 44 კეპი აქვს მოხვეჭილი.  “ბორჯღალოსანთა” ბურჯს ეროვნულ გუნდში 7 ლელო აქვს გატანილი.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი