მთავარი მსოფლიოინგლისი ერიკ ტენ ჰაგი: „მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მივაღწიეთ, თუმცა ჩვენ უფრო მეტი გვინდა”

ერიკ ტენ ჰაგი: „მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მივაღწიეთ, თუმცა ჩვენ უფრო მეტი გვინდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 1/2  ფინალის პირველი მატჩის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ლონდონის “ტოტენჰემისა” და ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელები წარდგნენ და მოახლოვებული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

ლონდონელთა თავკაცი მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ წინ ჯადოსნური ღამე გველოდება.  არგენტინელი სპეციალისტის აზრით,  მისი გუნდისთვის პირველი შეხვედრის შინ, ჩატარება კარგია, რადგან ეცოდინება როგორ მიუდგნენ მეორე 90 წუთს.

მაურისიო პოჩეტინო: „დღეს,  ჯადოსნური საღამო იქნება.   ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ორთაბრძოლას ჩვენს ახალ სტადიონზე ჩავატარებთ, რასაც  რამდენიმე თვის წინ ვერავინ იტყოდა და იფიქრებდა. ასეთ ემოციებისაგან შეუძლებელია დაიღალო და არ აღფრთოვანდე.  ჩვენი გუნდი ახლა მენტალურად ძალიან ძლიერია და ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად მზად ვართ.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი ტაიმი ჩვენთან შედგება, მეორე კი „აიაქსის“ მოედანზე.  პირველი მატჩის შემდეგ სიტუაციას შევაფასებთ და გვეცოდინება როგორ უნდა მივუდგეთ მეორე 90 წუთს“.

“აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი აცხადებს, რომ ამსტერდამულმა კლუბმა პროგრესი უნდა გააგრძელოს.  მისი აზრით, გუნდმა რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწია, თუმცა მათ უფრო მეტი უნდათ.

ერიკ ტენ ჰაგი: „გასაოცარია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვართ.  არავის ეგონა, რომ ჩვენი გუნდი მიმდინარე სეზონში ამდენს შეძლებდა.  მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მივაღწიეთ, თუმცა ჩვენ უფრო მეტი გვინდა.  მჯერა ჩემი გუნდის თითოეული ფეხბურთელის, მჯერა იმისი, რომ მათი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ამოუწურავთ და მოედანზე ჩვენს მიერ დასახულ გეგმას შეასრულებენ.  მთავარი,  რაშიც მოსამატებელი გვაქვს, ეს არის საგოლე მომენტების უკეთესი რეალიზაცია.  ლონდონში, “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩში ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას შევეცდებით.

“რეალთან” და “იუვენტუსთან”  გამარჯვებებმა  ამსტერდამის “აიაქსი” ერთ მუშტად შეკრა და გააძლიერა.  ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია და იმედია ეს ლონდონში დამტკიცდება.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური დაპირისპირება “ტოტენჰემ ჰოსპურის” ახალ სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი