მთავარი მსოფლიოინგლისი უიმბლდონის საპრიზო ფონდი გაიზარდა

უიმბლდონის საპრიზო ფონდი გაიზარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
73 ნახვა

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საჩოგბურთო ტურნირის უიმბლდონის საპრიზო ფონდი 11.8 პროცენტით გაიზარდა.   ამის შესახებ ინფორმაციას  “დიდი მუზარადის”  პირველობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გაზრდილი საპრიზო ფონდის შემდეგ  უიმბლდონის ჩემპიონები  3.05 მილიონ ევროს მიიღებენ.  გასულ წელს ჩემპიონობა 2.92 მილიონ ევროდ ფასობდა.

უიმბლდონის ორგანიზატორების განცხადებით წელს ტურნირზე მთავარ კორტის ტრიბუნები გაიზრდება და  12 345 მაყურებელს დაიტევს.

“დიდი მუზარადის”  ჩემპიონატს მეორე კორტიც ექნება.  კორტი მოძრავი სახურავით აღიჭურვება, რაც წვიმის გამო შეხვედრების გადადების რისკს შეამცირებს.

წლევანდელი უიმბლდონის ტურნირი სტარტს 1 ივლისს აიღებს და 14 ივლისამდე გაგრძელდება.

უიმბლდონის “დიდი მუზარადის”  ტურნირი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ტარდება.  ლონდონის კორტებზე პირველი ჩემპიონატი შორეულ 1877 წელს გაიმართა.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ჩემპიონობა ვაჟებს შორის ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს როჯერ ფედერერსაც აქვს მოპოვებული.  ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა უიმბლდონის კორტებზე  ჩემპიონის ტიტული 8-ჯერ დაისაკუთრა.

გოგონებს შორის კი უიმბდონის ტუნირზე ყველაზე მეტი ტიტული მარტინა ნავრატილოვამ მოიპოვა.  მან ჩემპიონის თასი 9-ჯერ აღმართა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი