მთავარი მსოფლიოინგლისი დიდი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ – “აიაქსმა” ლონდონში გაიმარჯვა

დიდი ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ – “აიაქსმა” ლონდონში გაიმარჯვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
88 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე  ლონდონში “ტოტენჰემ ჰოსპურის” სტადიონზე 1/2 ფინალური სერიის  პირველი მატჩი გაიმართა.

ბრიტანეთის დედაქალაქში ერთმანეთს “ტოტენჰემი” და ამსტერდამის “აიაქსი” დაუპირისპირდნენ.

თამაში მოლოდინისამებრ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. გუნდებმა წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი გაიღეს.

მატჩში მე-15 წუთზე ამსტერდამელები დაწინაურდნენ.  მაროკოელ ჰაკიმ ზიეჩის პასით “ტოტენჰემის” მეკარე უგო ლორისსთან ერთიერთზე დარჩენილმა დონი  ვან დე ბეეკმა ბურთი მეტოქის კარში მშვიდად შეაგორა.

ლონდონური კლუბის ტრამირებული ფეხბურთელების სიას იან ვერტონგენიც დაემატა.  32 წლის ბელგიელმა მცველმა ტვინის შერყევა მეტოქის საჯარიმოში თანამემამულე და თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

ვერტონგენმა თამაში ვეღარ გააგრძელა და მის ნაცვლად 39-ე წუთზე პოჩეტინომ მოედანზე ფრანგი მუსა სისოკო შემოიყვანა.

მეორე ტაიმში “ტოტენჰემის” ფეხბურთელები გამოცოცხდნენ და მეტოქის კარის მიმართულებით რამდენჯერმე დაარტყეს. “აიაქსი’ კი აღარ რისკავდა და თავის შანსს ელოდებოდა.

78-ე წუთზე მასპინძლები გადარჩნენ. ბრაზილიელი ნევეშის დარტყმული ბურთი “მამლების” კარის ძელს მოხვდა.

საბოლოოდ ამსტერდამელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

ჩემპიონთა ლიგა

1/2 ფინალი

ლონდონი, “ტოტენჰემ ჰოსპური”

“ტოტენჰემი” (ინგლისი) 0:1 “აიაქსი” (ჰოლანდია)
15′ ვან დერ ბეეკი (0-1)

„ტოტენჰემი“ : ლორისი,  ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი (39′ მუსა სისოკო),  ტრიპიერი (79′ ფოიტი),  როუზი (79′ დევისი), ვანიამა, ერიკსენი, ალი, ლუკასი, ლორენტე
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„აიაქსი“: ონანა, ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო,დე იონგი, შონე (65’მაზრაუი),  ვან დე ბეეკი, ზიეჩი (87′ ჰუნტელაარი), ნერეში, ტადიჩი
მთავარი მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგ

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

განმეორებითი მატჩი ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში “იოჰან კრუიფის” სტადიონზე 8 მაისს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი