მთავარი საქართველოდიდი ათი დრამატული ორთაბრძოლის შემდეგ რუსთავის “ხარები” დიდი 10-ის ფინალში გავიდა

დრამატული ორთაბრძოლის შემდეგ რუსთავის “ხარები” დიდი 10-ის ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ დიდი 10-ის ფინალში რუსთავის “ხარები” ითამაშებს.

წინასწარ ფინალში ერთმანეთს რუსთავში,  ქვემო ქართლის გუნდები  “ხარები” და მარნეულის “არმაზი”  დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში  დიდი ორთაბრძოლა გაჩაღდა.   მთელი მატჩი  დაძაბულად  ქულა-ქულაში მიდიოდა.  მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

საბოლოოდ, “ხარებმა” იმძავრეს,  27-21 მოიგეს და დიდ 10-ის ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

ქვემო ქართლულ დაპირისპირებაში თავდაპირველად “არმაზის” მორაგბეები დაწინაურდნენ.  მე-7 წუთზე ნიკა გიგაურის სოლო რეიდი გატანილი ლელოთი დასრულდა.  გარდასახვა კი რეზი ჯინჭველაშვილმა გამოიყენა 0-7.

გაშვებული ლელოს შემდეგ “ხარები” გაქტიურდნენ და მეტოქის ჩათვლის მოედანთან რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს.  რუსთაველებმა მიზანს 35-ე წუთზე უწიეს.  მათგან  პირველი ლელო ლაშა გოგიაშვილმა დადო. გარდასახვა ზუსტად ჰავბეკმა კობა ბუჯიაშვილმა შეასრულა 7-7. 

ტაიმის მიწურულს მასპინძელთა სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა, რომელიც კობა ბუჯიაშვილმა გამოიყენა.  პირველი ნახევარი 10-7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “ხარებმა” იძალეს და 2 ლელო დადეს.  56 წუთის შემდეგ მათი უპირატესობა 22:7 იყო.

რუსთაველებმა მეორე ლელო 49-ე წუთზე გაიტანეს.  მარნეულური კლუბის ჩათვლის მოედანში ბურთი სათადარიგო მგეზავმა გურამ ქანდაურიშვილმა დაამიწა.  კობა ბუჯიაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა 17-7.

56-ე წუთზე კი ამ მატჩის ერთ-ერთმა გმირმა გურამ ქანდაურიშვილმა დუბლი შეასრულა 22-7.

თითქოს ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, თუმცა “არმაზის” მორაგბეებმა ძალების მობილიზება მოახდინეს და თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს.

69-ე წუთზე მარნეუელთა შეტევას ლელო მოჰყვა.  მასპინძელებს ლელო კობა ჯიმშელეიშვილმა დაუდო.  რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვისას ბურთი ძელებს შორის იუველური სიზუსტით გააძვრინა 22-14.

73-ე წუთზე დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია.   “ხარების” ხელდახელ გათამაშებული კომბინაცია მოედნის ცენტრში “არმაზის” მგეზავმა რეზი ჯინჭველაშვილმა ჩაჭრა. ბურთი ხელთ იგდო და სირბილით მეტოქის ჩათვლის მოედნისკენ გაიქცა. გზად გვერდი რამდენიმე რუსთაველს აურა.  ბოლოს კი საწადელს მიაღწია და ლელო გაიტანა.  გარდასახვის შესრულება ფრთაშესხმულმა  ჯიჭველაშვილმა ცხადია, არავის დაუთმო.  რეზის დარტყმულის შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა 22-21.

ბოლო აკორდი ისევ რუსთაველებმა აიღეს.  გაწითლებულ დროზე ისინი შეტევაში წავიდნენ და დრამატული  მატჩის უკანასკნელი ლელო მიითვალეს.  ლელოს ავტორი გიგა ქვლივიძე გახდა. 

საბოლოოდ რუსთავის “ხარებმა” 27-21 მოიგო და დიდი 10-ის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ითამაშებენ. ფინალურ ორთაბრძოლას საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.

“ბათუმისა” და “ხარების” ფინალური ორთაბრძოლა 12 მაისს, შედგება.

მარნეულის “არმაზმა” კი ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

წინასწარი ფინალი

“ხარები” (რუსთავი) 27:21  “არმაზი” (მარნეული)

“ხარები”: 15. ნარიმანიძე, 14. თაბუკაშვილი, 13. კოშაძე, 12. ნათელაშვილი, 11. მელიქიშვილი, 10. ბასილაია, 9. ბუჯიაშვილი;
1. ჩომახაშვილი, 2. ნატრიაშვილი, 3. გოგოლაძე, 4.აქუბარდია, 5. ჯიმშიტაშვილი, 6. მაჭარაშვილი, 7. გოგიაშვილი, 8. ქვლივიძე

მარქაფა
23. ბებიაშვილი, 22. ქანდაურაშვილი, 21.პეტრიაშვილი;
16. კევლიშვილი, 17. ცუხიშვილი, 18. აღაშვილი, 19. ხაბაშვილი, 20. ციცქიშვილი
4 ლელო: გოგიაშვილი, ქანდაურიშვილი (2), ქვლივიძე
2 გარდასახვა: ბუჯიაშვილი (2)
1 ჯარიმა: ბუჯიაშვილი

“არმაზი”: 15. ჭედია, 14. ლიპარტელიანი, 13. წიკლაური, 12. კვესელაძე, 11. გიგაური, 10. ჯინჭველაშვილი, 9. დვალიშვილი;
1. ჯიბლაძე, 2. თაგაური, 3.სანიკიძე, 4. მაჭარაშვილი, 5. ბარბაქაძე, 6. დიდებულიძე, 7. გიგოლაშვილი, 8. ჯიმშელეიშვილი

მარქაფა
23. ბრაგვაძე, 22. ჩადუნელი, 21. მიშვიძე,
16. ცეცაძე, 17. ფხაკაძე, 18. სოსელია, 19. მოგელაძე, 20. მინაშვილი.
3 ლელო: გიგაური, ჯიმშელეიშვილი, ჯინჭველაშვილი
3 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი (3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი